Author: სლავა გასპაროვი

Home სლავა გასპაროვი
შავმა ლომმა ესპანელი იბერიელები ბონუსით დაამარცხა
ჩანაწერი

შავმა ლომმა ესპანელი იბერიელები ბონუსით დაამარცხა

„შავმა ლომმა“ მესამე სასუპერთასო კამპანია სოლიდური გამარჯვებით დაიწყო – ესპანური „იბერიანსი“ ბონუსით, 39:19 დაამარცხა. პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს კვლავაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს და ეს მიუხდავად იმისა, რომ მსოფლიო თასის მერე ქართველმა სპეციალისტმა როგორც ნაკრების, ისე „შავი ლომის“ დამრიგებლის პოსტი დატოვა. თუმცა, ვიდრე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ბორჯღალოსნებს ახალ მწვრთნელს მოუძებნის, გადაწყდა, რომ „შავ ლომს“ დროებით...

ნინიაშვილმა და კარკაძემ ბონუსები მიითვალეს
ჩანაწერი

ნინიაშვილმა და კარკაძემ ბონუსები მიითვალეს

მსოფლიო თასის ბოლო ორ მატჩში ფულბექის პოზიციიდან ფლანგზე გადასროლილმა დავით ნინიაშვილმა გაცილებით პროდუქტიულად ითამაშა. ეტყობა, სწორედ უკანა ხაზის ფლანგზეა მისი ადგილი, რადგანაც გასულ კვირას განახლებულ ტოპ 14-ში დათუნამ 14 ნომრად დაიწყო თამაში, მაგრამ უფრო ხშირად საპირისპირო ფლანგზე ჩნდებოდა და საბოლოოდ მატჩი 2 შესანიშნავი ლელოს გატანის ფონზე დაასრულა. მისმა „ლიონმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და ბონუსით – 41:22...

ოთხგზის ქურციკები
ჩანაწერი

ოთხგზის ქურციკები

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა X მსოფლიო თასის ფინალში ახალზელანდიელები 12:11 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა საჩემპიონო თასი, რომელიც რაგბის გამომგონებლის, უილიამ უებ ელისის სახელობისაა. ეს იყო უდრამატულესი შეხვედრა. პირთამდე გავსებულმა „სტად დე ფრანსმა“ ნამდვილი სპექტაკლი იხილა – მთელი თავისი დრამატურგიით, 80 ათასი მაყურებლის ემოციით, სოლისტებითა და მეორე პლანის როლების შემსრულებლებით. ამ სოლისტებს შორის იყო სახელოვანი...

ვინ გახდება ოთხგზის – ოლ ბლექსი თუ ქურციკები?
ჩანაწერი

ვინ გახდება ოთხგზის – ოლ ბლექსი თუ ქურციკები?

თვე-ნახევარი გავიდა რაგბის მსოფლიო ფორუმის სტარტიდან და ოვალური ბურთით თამაშის თაყვანისმცემლებმა 4-წლიანი მოლოდინი თითქმის სრულად დაიკმაყოფილეს. დაგეგმილი 48 მატჩიდან 46 უკვე გაიმართა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანმა წარუშლელი მოგონება დაგვიტოვა. ცხადია, ჩვენ უკმაყოფილოები დავრჩით ბორჯღალოსნების მიერ ნაჩვენები შედეგით, მაგრამ მთლიანობაში ტურნირი არაჩვეულებრივი გამოდგა. გასულ პარასკევსა და შაბათს საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩები შედგა. სეირი, ცხადია,...

ინგლისი და სამი სამხრეთელი ბობოლა
ჩანაწერი

ინგლისი და სამი სამხრეთელი ბობოლა

ევროპული რაგბისთვის შავი შაბათ-კვირა იყო – საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის ნახევარფინალში ბებერი კონტინენტის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა გააღწია. არადა, მსოფლიო რეიტინგს თუ  დავაკვირდებოდით, პირველ და მეორე ადგილებზე შესაბამისად ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები იდგნენ და ტურნირის უპირველეს ფავორიტებადაც სწორედ ესენი მოიაზრებოდნენ. საერთოდაც, მეოთხედფინალის ოთხივე წყვილში გუნდები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდნენ – ევროპელები სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლების წინაამდეგ. და ოთხივე...

მაისაშვილი გადადგა
ჩანაწერი

მაისაშვილი გადადგა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 47 წლის სპეციალისტმა საფრანგეთში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი გადადგა. ბორჯღალოსნებმა X მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი წააგეს – ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან, ერთი კი, პორტუგალიასთან ფრედ დაასრულეს და საბოლოოდ ბოლო ადგილი დაიკავეს. ცხადია, ამბიციაგაზრდილ საქართველოს მოვლენეთა ასეთი განვითარება არანაირად აწყობდა, მსოფლიო თასამდე შეკოწიწებული...

კარიც ვერ გავიჯახუნეთ…
ჩანაწერი

კარიც ვერ გავიჯახუნეთ…

დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასი გამაჯვების გარეშე დაასრულა. ბორჯღალოსნები და მათთან ერთად მთელი საქართველო ვიმედოვნებდით, რომ ბოლო მატჩში შარშან ძლეულ უელსთან კარს გავიჯახუნებდით. თუმცა, კარის გაჯახუნება არ შედგა და უმთავრესად – დერეფანში წარმოუდგენლად ცუდი თამაშის გამო. ეს, ტრადიციულად ძლიერი ჩვენი გუნდისთვის ელემენტი მიმდინარე მსოფლიო  თასზე არაფრად ვარგოდა და კოზირიდან სუსტ წერტილად იქცა. სხვის დერეფნებს...

კარდიფის გმირობის გასამეორებლად
ჩანაწერი

კარდიფის გმირობის გასამეორებლად

შაბათს, 7 ოქტომბერს საქართველოს ბორჯღალოსნები X მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებენ. ნანტის „ბოჟუარზე“ ლევან მაისაშვილის გუნდი უორენ გეტლანდის უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა რახანია გაინაღდა და მიზნად ისღა დარჩა, ქართველებთან შეხვედრაში თუნდაც ქულა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ჯგუფში პირველობა ნიშნავს პლეი-ოფში არგენტინასა ან იაპონიაზე გასვლას, რაც ინგლისთან შეჯახებას ალბათ სჯობს. თუმცა, ეჭვი  ნურავის შეეპარება...

ბრძოლის ველზე დაცემული მეომრებივით…
ჩანაწერი

ბრძოლის ველზე დაცემული მეომრებივით…

ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა დამარცხებულების გასაკრიტიკებლად ენა ვერავის მოუბრუნდება. აბა, როგორ შეიძლება აუგის თქმა გუნდზე, რომელმაც ობიექტურად რამდენადმე ძლიერ მეტოქეს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებს, თამაშის დასაწყისშივე ორ მორაგბეს ტრავმის გამო კარგავს, მერე მათ სხვებიც ემატებიან, და გუნდი მაინც იბრძვის, ომობს, ბიჭები თავგანწირვით იცავენ თავს და შეტევებშიც მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედს დათმობენ და...

სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი
ჩანაწერი

სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი

შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...