ამას ვრცელი თხრობა არ სჭირდება: სენეგალელი ფანები, მას მერე რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო, ტრიბუნაზე დარჩნენ და თავიანთი დაყრილი ნაგავი აალაგეს! ცნობისთვის: სენეგალელი ფანები არ არიან ერთადერთნი, ვინც რუსეთში სტადიონზე თავისი ნაგავი აალაგა. ასევე მოიქცნენ იაპონელები და კოლუმბიელები.
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
იერო თავის მართლებას არ დაიწყებს
მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 24 საათით ადრე ესპანეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა, ფერნანდო იერო დღესა და ღამეს შრომაში ასწორებს და გადატანილი სკანდალის მიუხედავად სწამს, რომ მის გუნდს ტრიუმფამდე მისვლა შეუძლია. „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „გუნდმა მომხდარი ისე გადაიტანა, რომ აშკარად გამოჩნდა, თუ რა დაღვინებულ და შეგნებულ ხალხთან გვაქვს საქმე. ახალ...
ეფენბერგის კრიტიკა
გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი შტეფან ეფენბერგი შიშობს, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შაბათს შვედებთანაც გაუჭირდება. თავის ბლოგში მან დაწერა: „შვედებს სამხრეთ კორეასთან გამარჯვების შემდეგ ძალიან კომფორტული პოზიცია უკავიათ. ისინი გერმანიის ნაკრებთან საკუთარ თავში დარწმუნებულები ითამაშებენ, ჩვენ კი კედელთან ვართ მიყენებულები”. ეფენბერგმა ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გააკრიტიკა. მისი აზრით მარკო როისი მექსიკასთან სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო. „ვერ მივხვდი...
გერმანია და ფინალი
მექსიკასთან 0:1 მარცხის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ექსპერტს ჟოზე მოურინიუს მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრები შეიძლება ფინალშიც კი გავიდეს. პორტუგალიელმა თქვა: „ჯგუფი, რომელშიც გერმანია გამოდის საკმაოდ სუსტია, ასე რომ ჩვენ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მეოთხედფინალში ვიხილავთ. ის კი არა, მიუხედავად იმისა, რომ მან მექსიკასთან ცუდად ითამაშა, შეიძლება ნახევარფინალსა და ფინალშიც კი ვნახოთ”. „შპორტ ბილდი”...
კრესპო: მესი მარადონა არ არის!
ყოფილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილემ ერნან კრესპომ, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებთა ფრის (1:1) შემდეგ თქვა: „ლეო მარადონა არ არის. მას არ შეუძლია მარტომ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის შეუძლია ორ მეტოქეს გასცდეს, დიეგომ კი ინგლისთან ხუთი ჩამოიტოვა. ხვდებით განსხვავებას?” კრესპომ იტალიური La Gazzetta Sportiva-სთვის მიცეულ ინტერვიუში თემა ასე განავრცო: „მესი რომ მარადონა არ არის და...
მოსკოველმა ტაქსისტმა რვა კაცი დალეწა (ვიდეო)
მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ტაქსი ტროტუარზე ავარდა და რვა კაცი დაამტვრია, მათ შორის ორი მექსიკელი გულშემატკივარი. ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა სხვადასხვა ქვეყნის ფანებით იყო სავსე. პოლიციამ ყირგიზი მძღოლი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, დაიჭირა. ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს.
დიეგოს ვიწრო თვალები
რა დიდია და რა გადარეული — დიეგო მარადონა კორეელ გულშემატკივრებს სულელურად გაეხუმრა და ისევ შარშია. ამჯერად დიდი სკანდალი ალბათ არ აგორდება, მაგრამ მაინც. ამბავი კი ასე იყო: მოსკოვში, „სპარტაკის” სტადიონზე, მხიარული კორეელი ფანები მარადონას ხელს უქნევდნენ, მის სახელს ყვიროდნენ და სმარტფონებით ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ. ამ ამბავს ITV-ს მიმომხილველი ჯექი ოთლი შეესწრო და სწორედ მან...
პიკე: კრიშტიანუ უმიზეზოდ ვარდება
ესპანეთისა და პორტუგალიის საუცხოო შეხვედრის შესახებ (3:3) მატჩის შემდეგ მისმა მონაწილემ ჟერარდ პიკემ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელთა სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელთაგან მესამე იმ ჯარიმის შედეგი იყო, პიკეს მიერ მისი წაქცევისთვის რომ დაინიშნა. „ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა, პორტუგალიას კი სულ სამი და სამივე გაიტანა. არადა ფაქტია, რომ მთელი თამაში ცალკარა იყო. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ...
ბარსელონა გერმანიის ნაკრებს აშფოთებს
გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს კვირას, 19 საათზე, „ლუჟნიკებზე”, მექსიკასთან შეხვედრით იწყებს. ცხადია, იოაჰიმ ლიოვს უნდა, რომ მისი ფეხბურთელები მთლიანად კარსმომდგარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები, მაგრამ მონდიალის პარალელურად მსოფლიოში სხვა საფეხბურთო პროცესებიც მიმდინარეობს. განსაკუთრებული საზაფხულო აქტიურობა ცხადია სატრანსფერო ბაზარზე შეინიშნება. და აი, ცნობაც: „მანჩესტერ სიტის” 27 წლის ნახევარმცველის, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი გუინდოგანის ყიდვა „ბარსელონას” მონდომებია. კატალონიელები...
პიკემ რამოსი და რუბიალესი გააშველა
დღეს 22 საათზე ესპანეთი პორტუგალიას ხვდება. რა ხდება ორი დღის წინ სკანდალგადატანილ ესპანეთის ნაკრებში? მას-მედია ჯერ კიდევ იმდღევანდელის დეტალებს იკვლევს. როგორც ჩანს, „ლა როხას” ბანაკში დაძაბულობა მართლა მწვერვალს აღწევდა. დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ესპანელთა კაპიტანი სერხიო რამოსი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ჟერარდ პიკემ გააშველა. პიკე რომ არა ეშმაკმა იცის რა მოხდებოდაო, წერენ წყაროები. მოგეხსენებათ,...








