Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)

Home ირაკლი ნინიძე
ბელგიას უნდა მოვუგოთ
ჩანაწერი

ბელგიას უნდა მოვუგოთ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი...

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი
ჩანაწერი

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი

ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის...

ზლატან, f*** off-ო
ჩანაწერი

ზლატან, f*** off-ო

ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ...

კუნთები ჩვენი საქმე არ არის
ჩანაწერი

კუნთები ჩვენი საქმე არ არის

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ფერნანდო იეროს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს ხომ არ აპირებს მაროკოსთან უფრო ათლეტური გუნდით თამაშს და საერთოდაც, ხომ არ გადახედავდა სამომავლოდ „ლა როხას” სტილს. „კუნთები მოედნის ცენტრში? არა, კუნთები ჩვენი საქმე არ არის… ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს და ეს კუნთები არ გახლავთ. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ თამაშის საკუთარი სტილი და მისი შესაბამისი ფიზიკური მომზადება გვაქვს, აქცენტის კუნთებზე...

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)
ჩანაწერი

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)

გერმანიისა და შვედეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შვედების მწვრთნელს იან ანდერსონს გერმანელთა მენეჯერთან ოლივერ ბირჰოფთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, გაწევ-გამოწევაში მარტო ორი კაცი არ მონაწილეობდა. იქ შვედებიც ბლომად იყვნენ და გერმანელებიც. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ შვედების ხელმძღვანელებმა მეტოქეებს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი — ტონი კროოსის გამარჯვების გოლის მერე ჩვენსკენ გამორბოდნენ და ათასგვარ ჟესტებს გვაჩვენებდნენო. შვედების ერთ-ერთმა მწვრთნელმა...

კოვაჩიჩს მადრიდიდან წასვლა უნდა
ჩანაწერი

კოვაჩიჩს მადრიდიდან წასვლა უნდა

მატეო კოვაჩიჩი „რეალში” 2015 წელს გადავიდა და სწორედ იმ პერიოდში მოუხდა თამაში, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდნენ. ამის მიუხედავად ხორვატი ამბობს, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა, რადგან სურს უფრო ხშირად იყოს მოედანზე. 24 წლის ნახევარმცველი ამჟამად ნაკრებთან ერთად რუსეთშია, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და თან სამომავლო ვარიანტებზე ფიქრობს. „მინდა „რეალის” შემადგენლობაში ხშირად ვხვდებოდე. მიყვარს...

პეტი: სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით
ჩანაწერი

პეტი: სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით

კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ...

ნუ გეშინიათ, გაიხარეთ!
ჩანაწერი

ნუ გეშინიათ, გაიხარეთ!

სასაცილო ამბავია. როდესაც ჰარი კეინმა ტუნისის ნაკრებს თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი გაუტანა, სიხარულისგან მოედანს გარეთ გავარდა სადაც თანაგუნდელები გამოეკიდნენ და შემოახტნენ. ერთადერთი ინგლისელი, რომელიც მოედანს გაღმა არ გასულა, თანაგუნდელებს არ შეუერთდა და  ცენტრში, ოღონდ ტუნისელთა ნახევარზე დადგა კირან ტრიპიერი იყო. დაახლოებით ასეთივე რაღაც მოხდა პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრაშიც, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ ჯარიმით გაათანაბრა ანგარიში. პორტუგალიელთა ლიდერი...

გეგმამ არ გაამართლა
ჩანაწერი

გეგმამ არ გაამართლა

იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს” მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ როგორ გავაანალიზო. გეგმამ, რომელიც ამ თამაშისთვის შევარჩიე არ გაამართლა. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსს უნდა...

რამოსი: მარადონა მესის სინათლის წლებით ჩამორჩება
ჩანაწერი

რამოსი: მარადონა მესის სინათლის წლებით ჩამორჩება

რას არ გაიგებ კაცი! სერხიო რამოსმა ლეო მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია, დიეგო მარადონას გაცილებით ჯობიაო. არადა, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირებიდან გამომდინარე რამოსი ასე რომც ფიქრობდეს, თითქოს არ უნდა ამბობდეს, არა? თურმე რაშია საქმე: მარადონას უთქვამს რამოსი ნამდვილი ლიდერი არ არის, მაგას დიეგო გოდინი მირჩევნიაო. ჰოდა, რამოსის კონტრშეტევამაც არ დააყოვნა. „არგენტინაში ყველამ კარგად იცის,...