აბა, უყურე, აბა, უყურე… რა ხდება? ეს ქვეყანა ჩალით გადაუხურავთ. ლარზე ამბობ? არა, „იუვენტუსზე“. ეგ თითქმის ერთი და იგივეა. რატომ? ორივე დაეცა. ორივე ნიჩიაშია. არა, ლარი უფრო წამხდარია. ეგ ვისთვის როგორ. როგორ და როგორ. „იუვენტუსს“ ჯერ კიდევ შერჩენია შანსი, ლარს კი არანაირი შანსი არა აქვს. ეგრე, „ბარსელონა“ უფრო დაცემულია, ვიდრე ლარი. შეუძლებელია. შეუძლებელი სულაც არ...
Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)
ერთი, პოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში
დღესასწაულიო! პრინციპში სხვა რა უნდა ვუთხრა? თავადვე დავწერე, ამ ოხერი ცაცია ხელით, იქნება დიდებული თამაში, ორივე მხრიდან ხასიათები და გმირები-მეთქი. რატომ დავწერე ასე, არ ვიცი, ალბათ, გასამხნევებლად, ხმაურის გსაძლიერებლად, სტადიონზე ჩვენი სიმღერის მოსასმენად. გუშინწინ საღამოს „სარბიელში“ ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობას ადგენდნენ. თავი მოკვიკალი, ბეტი და ფერდინანდი არ ითამაშებენ-მეთქი. სამი დღე რაიტის სასტარტოში თამაშზე ვლაპარაკობდი (სიმართლე ვთქვა,...
გავიხსენოთ კენ ნორტონი
კენ ნორტონის გამო ბევრის დაწერა შეიძლება. მისი საკრივო თავგადასავალი მრავალფეროვანი და ღირსეულია. მაგრამ ამ ჯერზე უშველებელი ფურცლის შედგენა არ გამოვა. ისევ ისა სჯობს, რამდენიმე ეპიზოდი წარმოვადგინოთ მისი საკრივო და რინგსგარეთა ცხოვრებიდან და მის ნაფიქრსაც მივუგდოთ ყური. კენ ნორტონი გასახსენებელი ვინმეა… ცხოვრება გავიხსენოთ, მაშ აბა რა? არ შეიძლება არ გავიხსენოთ. კენ ნორტონი ხომ ის კაცია, მძიმე...
წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!
რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა – შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო. აჰ, ნეტავ იმ დროებას – ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა კარში. მერე ჭილაიამ გადაიარა მოედანი და კიდევ ათასი რამ. დიახ, ძალიან წვიმდა, მაგრამ საამაყო დროება...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აი, ფინალიც მოვიდა. კიდევ არ უყურებ მსოფლიოს ჩემპიონატს? ეჰ, ახლა კი მომინდა ყურება, მაგრამ პარიზში მე ვერ წავალ და… პარიზში რა გინდა? ტელევიზორშიც აჩვენებენ. ეჰ… რა ეჰ… ეჰ, ტელევიზორში ვინ გაჩვენებს ფეხბურთს? რატომ? ბრაზილია ხომ თამაშობს დღეს? აბა როგორ. ჰოდა ტელევიზორში სულ ტრიბუნაზე დასკუპებული სუზანა ვერნერს გვაჩვენებენ. ეგ ვინ არის? აბა შენა ხარ. ეგ არის...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
მარჯვენა დენ დონელისა
დაგბურძგლავს, ხორკლი დაგაყრის ტანზე, გაგახსენდება ძველი დროება, დროება მარტოხელა მებრძოლთა, დროება მკლავისა და მუშტისა, ალალი სიტყვისა და ორ ყლუპად გამოცლილი არაერთი კათხისა. გაგახსენდება და მაშ, არ დაგბურძგლავს? გარდასული დრო იგი საამო, ორასი წელი მაინც გასულა იმ ხანიდან, როცა მუშტს ფასი კაცობით ედო და არა მილიონ დოლარებით… გზა და დგას ჩრდილოეთის წყლებში კუნძული, ადგილი კლდეებისა და...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გამარჯობა. დღეს რაზე ვილაპარაკოთ? რაღაა სალაპარაკო? რატომ? სიზმარი ვნახე და ყველაფერი გავარკვიე. რა სიზმარი? ვითომ ბრაზილია ჩემპიონი გამხდარიყოს, ბლატერი კი ფიფას პრეზიდენტი. უჰ, რა კოშმარული სიზმარი გინახავს. როგორ მეცოდები. მე რას გეცოდები, ფეხბურთი შეიცოდე. კიდევ ვნახე, რომ მარადონა ნაკრებში დააბრუნეს. აუჰ, კიდევ უფრო დიდი… კიდევ, ფრანგებს მაიკები აერიათ ინგლისელებთან თამაშის წინ და რახან ინგლისელებმა მოუგეს,...
მარშრუტის გამო
რა და… მარშრუტის გამო მინდა ვთქვა. უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს. ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან. რას იზამ – ასეა! როცა ერთ დღესაა კალათბურთიც და ფეხბურთიც. და ფეხბურთი კალათბურთის დამთავრებიდან...
კაცი, რომელიც როკის ებრძოდა
მარჩიანოს რაობა ლა სტრაზა – მარჩიანოს მეორე ბრძოლის წინ, ერთი კარგად უნდა განვიხილოთ მარჩიანოს რაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში, თუკი კრივის მოყვარე ხალხი გადაწყვეტს ხოლმე ყველაზე დიდი მოკრივის დასახელებას და შვილის საკრივო ქომაგობის გზაზე დაყენებას, უეჭველად ეტყვის, ამათ შორის უპირველესი, როკი მარჩიანო იყო, წაუგებელი დიდი ჩემპიონიო. ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ არ შეიძლება...









