გაგიგონიათ ასეთი უბანი? ლონგ აილენდი ჰქვია, რაც გრძელ კუნძულს ნიშნავს. გრძელი უბანი ჩვენი საშუალო ქალაქის ტოლა იქნება და ნიუ იორკის შტოდ არის ჩამოყალიბებული. ახლა კი გიამბობთ ერთ ისტორიას, რომელიც ოც წელიწადს გაიწელა და ამ უბნელ კაცს გადახდა. ჩვენთვის ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ლონგ აილენდელი კაცი სპორტსმენია, მას ჰოვარდ დევისი ჰქვია, 39 წლისაა და...
Author: გიო ახვლედიანი (გიო ახვლედიანი)
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ინგლისში რეფორმა მზადდებაო, არ გაგიგია? არ გამიგია. მთელი მაგათი რეფორმა იმაში, რომ ვიღაც ტყიურები მიჰყავთ და მერე ვარსკვლავებს ეძახიან. და რა ეშველება ინგლისურ ფეხბურთს? რა უნდა ეშველოს. სანამ მოკლე შვებულებას არ გააუქმებენ, არაფერი გამოვა. ეგ მოკლე შვებულება რაღაა? რაღაა და ისაა, რომ რომელიმე გამორჩეული თამაშის წინ მთელ გუნდს სხვა ქალაქში წაიყვანენ. რატომ? რომ დათვრნენ და...
პაიჭაძის ბუცები
„დინამოს“ მასაჟისტმა ანზორ გაბიტაშვილმა ბურთი ხელიდან გამოსტაცა მსაჯ რიკარდო ლატანცის და მიიმალა… მინსკში, იქაურების და ჩვენების თამაშისას, დავით ყიფიანს 10-ნომრიანი მაისური შემოახიეს და მანაც 13-ნომრიანი მოირგო და იმით გააგრძელა თამაში… აგერ, ახლა თემურ ქეცბაიამ „ბოლტონს“ რომ გამარჯვების გოლი გაუტანა, ბუცის გახდა დააპირა… ეს სამი ამბავი წამომიტივტივდა გონებაში, როცა ამ სვეტის გამო ვფიქრობდი. და რამდენი ასეთი...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
დედა, რა მაგარია ეს რონალდო, ნეტავ როგორი იქნება თუნდაც ხუთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ სულ არ იქნება. რატომ? არ, რატომ: „ინტერი“ წელს ვერაფერს მოიგებს. რონალდოს მილიონით მეტს შესთავაზებს „რეალი“ და ესაც იქ გადავა. გაისად პირველი წრის შემდეგ „რეალი“ ვერაფერს მოიგებს და ამ დროს „ფიორენტინა“ შესთავაზებს მილიონით მეტს. რონალდოც იქ გადავა. „ფიორე“ რაღა ხვითოა? იქაც...
რაჰიმი და მედია
რო გითხრათ, სულ არ ვგიჟდები რაჰიმ სტერლინგის ფეხბურთზე. საერთოდ, დღევანდელი ფეხბურთით გაგიჟება ძნელია. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: დაჟე ის იცი, მესი რას გააკეთებს, წამოვა აქედან და შევა ცენტრში. ამის მიუხედავად. ქვეყნად ჯერ კიდევ იმდენი ფეხბურთელია, რომ რაღა რაჰიმი. ანდა, ვისაც ძველი ჯადოქრობა ახსოვს, რაღა რაჰიმი. მაგრამ ის ჩაგრული კაცი გამოვიდა. ნორმალურად უბერავს და შეჭამეს,...
კიდევ რამდენი ჩემპიონატი, კიდევ რამდენი წელი…
აჰა, გაილია საქართველოს კიდევ ერთი ჩემპმიონატი ფეხბურთში. მგონი მეშვიდე. რამდენი ჩემპიონატიც არ გაილია, „დინამო“ იმდენჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ კარგახანს გასტანს ასე. ეს ჩვენა, „დინამოს“ ქომაგსა, კიდევაც გაგვეხარდება, მაგრამ მალე აღარც გაგვეხარდება. იმიტომ რომ მივეჩვევით და დილით რომ ჩაის სვამ, განა გიხარია? ჩვეულებრივი ამბავია და იმიტომ. ეს „ჩვეულებრივობა“ თავიდანვე დაებედა საქართველოს პირველობას. ინტრიგაც ყოფილა ხოლმე...
ვერგამოსული დიდი ჩხუბი
ზარი მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში ჰქონდა კანტორა, საიდანაც მსუბუქი წონის მოკრივეთა ბედს განაგებდა და მატჩების გამართვას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ როუზი მძიმე წონის საქმეებში არ ერეოდა, სწორედ ის აღმოჩნდა მონაწილე ერთი დიდი შერკინების მზადებისა, რომელიც...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ძლივს არ დავისვენეთ ამ ფეხბურთისგან? აი, ბითური. რა დროს დასვენებაა? აბა? რაღა აბა, „აბა“ არა, „ბონიემი“. დღეს საფრანგეთის პირველობა ხურდება. ვა? „ვა“ კი არა, იმ კვირაში პრემიერლიგა ხურდება და ასე შემდეგ. რაღა დავმალო და ჯორჯიან ჩემფიონშიფიც კი გაიხსნა. ეგ რა არის? აი, თამაშია, ფეხბურთივით. არ გამიგია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ქვეყანაში თამაშობენ, მაგრამ გავრცელებაც უნდათო. რასა...
სულ სხვადასხვა ამბები დროზე
მოდით, ჭრელად ვილაპარაკოთ, მითუმეტეს, რომ გვარიანი ამბები ხდებოდა ამ კვირაში და თითო-ოროლა სიტყვა ყველაფერს გადავუგდოთ. დროზე წასვლა – აი, რა არის მეტად ლამაზი. ხალხით გაძეძგილ მედისონ სკვერ გარდენში, დიდი საჩოგბურთო ტურნირისას, კორტებს გამოეთხოვა არასაჩოგბურთო გარეგნობის ჩოგბურთელი გაბრიელა საბატინი. გაბრიელა 26 წლისაა და ერთ დროს ათეულის მუდმივი წევრი იყო. ტყუილად ჩოგნის ცემას მან წასვლა არჩია და...
არასოდეს თქვა არასოდეს…
ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ „ოლდ ტრეფორდს“, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და...





