რა იქნებოდა იმაში გასართობი ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატის გოლების რეკორდი პენალტით რომ დაემყარებინა?
ბევრად უკეთესია, ყველას კიდევ ნახევარი საათით აიძულო ლოდინი. კიდევ რამდენიმე ნახევარ-შანსი გაანიავო. და მხოლოდ ამის შემდეგ, ერთი შეხებით, თავისი ჯადოსნური მარცხენა ფეხის მოქნევით დააგვირგვინო კომბინაცია, სანამ ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისა და ტელეეკრანებთან მიჯაჭვული საფეხბურთო სამყაროს ოვაციებს მიიღებდე.

ამ გოლით მესიმ თავისი მონაგარი 17-მდე გაზარდა და გადაასწრო გერმანელ ვარსკვლავ მიროსლავ კლოზეს, რომელიც ტურნირის დაწყებამდე არგენტინელთა მე-10 ნომერს ორი გოლით უსწრებდა. სრული ბედნიერებისთვის, არგენტინის კაპიტანმა მატჩის მიწურულს მეორეც შეაგდო, რითაც კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გააფორმა და თავისი მე-18 გოლიც გაიტანა.
ორ მატჩში გატანილი ხუთი გოლით, მესი უკვე სრულად დომინირებს ტურნირზე.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ექვს შეხვედრაში გატანილი თითო გოლით, ის და მისი გუნდი აშკარად იმ განწყობაზე არიან, რომ გახდნენ პირველი ნაკრები ბრაზილიის (1962 წ.) შემდეგ, რომელიც ტიტულს დაიცავს.
ავსტრიასთან 2:0 გამარჯვებით არგენტინამ პრაქტიკულად გაინაღდა J ჯგუფში პირველი ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1/16-ფინალურ შეხვედრას მაიამიში გამართავს — იქ, სადაც ეს დიდებული კაცი ამჟამად საკლუბო ფეხბურთს თამაშობს – მაიმაიში.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი12/06/2026 | 16:59კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
მთავარი ამბავი07/06/2026 | 22:36ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
