ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა

ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენიანი მსოფლიოს 185-ე ჩოგან შვედ ელიას იმერთან 6:2; 3:6; 6:7 დამარცხდა. არადა, ბასილაშვილმა კარგად დაიწყო და პირველ სეტში მეტოქეს ორი ბრეიკი აართვა, რის მოგებაც აღარ გასჭირვებია.

ბრეიკით დაიწყო ჩვენებურმა მეორე სეტიც, მაგრამ შემდეგ თავად ორი ჩაწოდება დათმო და სკანდინავიელს გათანაბრების საშუალება მისცა.

მესამე სეტში პირველი ბრეიკი შვედმა გაახერხა, მაგრამ ნიკამ მალევე დაიბრუნა, რის შემდეგ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. იქ კი იმერი უკეთ გაისარჯა და ძირითად ბადეში მოხვედრას სკანდინავიელი გააგრძელებს.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.