ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.
რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით აღემატება.
ამ შეხვედრაში ორივე გუნდს ისტორიული ფორმა ეცვა: „ბილბაოს’’ იმ ფორმის ასლი, რომლითაც 1970-75 წლებში თამაშობდა (1970 წელს გუნდი მეორე ადგილზე გავიდა), „ვილიარეალმა’’ კი გაიხსენა ლურჯი შორტები და მაისური, რომლითაც ეს გუნდი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში დამკვიდრდა.
„ვილიარელი’’ სერხი კარდონასა და ალფონსო გონსალესის გოლებით პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდა, „ბილბაომ’’ კი ერთი საპასუხო მხოლოდ 84-ე წუთზე შეაგდო.
ჟორჟ მიქაუტაძე მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა და ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც შორიდან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება გადაწყვიტა. ამ ეპიზოდს შეხვედრის ვიდეო-მიმოხილვაში ნახავთ.
სხვადასხვა საიტებმა მიქაუტაძის 20 წუთიანი გარჯა ასე შეაფასეს:
flashscore – 6.7; whoscored – 6.1; sofascore – 6.4; fotmob – 6.1
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
