შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი

Home კატეგორიის გარეშე შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი

NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის.

Bitadze-Carter Jr. Lineup 'Working Well' For Magic in Banchero's Absenceგოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ ფლეი ოფის შანსი სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ დაუტოვა, რომელიც სტუმრად, „ნიუ იორკთან“ 95:112 დამარცხდა. სანდრომ მოედანზე 25 წუთი გაატარა და გუნდში ქულებითაც და მოხსნებითაც ყველაზე შედეგიანი იყო. 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა – ასეთია მამუმ მონაგარი, ვინაც სამიდან ორი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ოთხი დაკარგვაც ჰქონდა, მისი მოედან ყოფნისას კი, ტორონტომ სამი ქულით ნაკლები ჩააგდო. ახლა „ტორონტოსა“ და „ორლანდოს“ ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ – 45 მოგება და 36 მარცხი. კანადელები გამსვლელ, მეექვსე ადგილზე არიან, ხოლო ორლანდოელები – მეშვიდეზე.

ბოლო ტურში გაირკვევა მოხვდება მოხვდება ფლეი ოფში. 13 აპრილს „ორლანდო“ „ბოსტონს“ ეთამაშება, ხოლო „ტორონტო“ – „ბრუკლინს“.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...