უხუცესი გადრაიცვალა

Home კატეგორიის გარეშე უხუცესი გადრაიცვალა
უხუცესი გადრაიცვალა

რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქრესტის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ უხუცესი მწვრთნელი, ვისაც კი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია.

როგორც ფეხბურთელი, ლუჩესკუ იცავდა ბუქარესტის „დინამოს“, „კორვინულისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

მწვრთნელის რანგში მან რუმინეთის ნაკრები 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევრო 1984-ის ფინალურ ეტაპზე დააბრუნა და 1983 წელს ნაკრებში გიორგი ჰაჯის დებიუტის შესაძლებლობა მისცა.

მისი ცხოვრების გზამ და სამწვრთნელო კარიერამ, რომელიც ხუთ ათწლეულზე მეტს მოიცავდა, მირჩა ლუჩესკუ ევროპული ფეხბურთის სიმბოლოდ აქცია.

ერთი მოკლე და საინტერესო ამბავი მირჩა ლუჩესკუს შესახებ. შახტარში მუშაობისას რუმინელმა კაცმა პორტუგალიური სპეციალურად ბრაზილიელ ფეხბურთელებთან სასაუბროდ ისწავლა. იმ დროს ის 65 წლის იყო…

ლუჩესკუს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი სამძიმრისა და მხარდაჭერის წერილები გამოაქვეყნეს „ინტერის“, „შახტარის“, „ზენიტის“, „გალათასარაის“, „ბეშიქთაშის“ და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურებმა.

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.