პელე და სხვები

Home აქეთურ-იქითური პელე და სხვები
პელე და სხვები

How was Pelé's famous goal in Mexico 1970?დიდმა ბრაზილიელმა პელემ, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, რომლის გამეორება დღემდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო – მან მექსიკაში 6 საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო

მის შემდეგ ბევრი წყალმა ჩაიარა და ბევრი ჩემპიონატი ვნახეთ, მაგრამ ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა. მხოლოდ ოთხია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც  ხუთი  შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია.

აი, საუკეთესო მეპასეებიც:

6 – პელე (ბრაზილია) – 1970

5 – რობერტ გადოხა (პოლონეთი) – 1974

5 – პიერ ლიტბარსკი (გფრ) – 1982

5 – დიეგო მარადონა (არგენტინა) – 1986

5 – თომას ჰესლერი (გერმანია) – 1994

4 – ზიგფრიდ ჰელდი (გფრ) – 1966

4 – ტოსტაო (ბრაზილია) – 1970

4 – ზიკო (ბრაზილია) – 1982

4 – იგორ ბელანოვი (სსრკ) – 1986

4 – ფრანჩესკო ტოტი (იტალია) – 2006

4 – ხუან რომან რიკელმე (არგენტინა) – 2006

4 – ხუან კუადრადო (კოლუმბია) – 2014

 

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.