კვარას ძარღებში ყინულია

Home აქეთურ-იქითური კვარას ძარღებში ყინულია
კვარას ძარღებში ყინულია

Ice in my veins 😹 #dlo #dangelorussell #diangelorussel #basketball #... |  TikTokიმაში, რომ ფრანგული პრესა ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს გასაკვირი არაფერია. ქართველმა გარემარბმა „ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში საგოლე პასის გადაწოდებას პლუს ორი გოლის შეგდება მოახერხა. პსჟ-მ 5:2 მოიგო, „ეკიპის’’ ერთ-ერთი წერილი კი კვარას ზეიმს მიეძღვნა: რას ნიშნავს მისი ჟესტი? რას გამოხატავს კვარაცხელია ყოველი გოლის გატანის მერე? – კითხულობს ცნობილი ფრანგული გაზეთი და განმარტავს: ის მარჯვენა ხელს მარცხენა მკლავზე იდებს. ეს ნიშნავს „ჩემს ძარღვებში ყინულია’’, რაც „ვაშინგტონ ვიზარდის’’ კალათბურთელისგან დ’ანჯელო რასელისგან მოდის. ჟესტი, რომელიც რასელის ავტოგრაფად იქცა ხალხს ეუბნება, რომ შეხვედრის ყველაზე ემოციურ წუთებშიც კი ის საღ გონებას და სიმშვიდეს ინარჩუნებს, არ არსებობს ზეწოლა, რომლის გამოც ის აღელდება.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა გოლის ასეთი აღნიშვნით ახლა პირველად არ მიიპყრო ყურადღება.  უეფამ თავის სოციალურ მედიაში 2025 წლის ოქტომბერში გაავრცელა კადრი, სადაც მან „ლევერკუზენის’’ კარში შეგდებული გოლი აღნიშნა „ცივსისხლიანი ჟესტით’’.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 10 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გადააწოდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.