ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს

Home კატეგორიის გარეშე ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს
ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს

„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს.

ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. კლუბი თავის გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ნეაპოლში ყოფნის დროს უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ და ზედმიწევნით შეასრულონ რეკომენდაციები რომლებიც ფეხბურთის მატჩის წინა პერიოდში მოქცევას ეხება.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დაშავებული ლონდონელი გულშემატკივრის დასისხლიანებული ხელის ფოტო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.