მამუ 11 ქულით დაბრუნდა

Home კატეგორიის გარეშე მამუ 11 ქულით დაბრუნდა
მამუ 11 ქულით დაბრუნდა

Sandro Mamukelashvili - Toronto Raptors Forward - ESPNNBA-ში თასის გათამაშებით გამოწვეული პაუზა იყო და ეს შესვენება კარგად წაადგა სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსს“. კანადელებს მიჯრით ოთხი მატჩი ჰქონდათ წაგებული და რომ იტყვიან, პაუზამ სულზე მიუსწრო.

გუნდიც მოგებით დაბრუნდა – „ტორონტომ“ სტუმრად „მაიამი ჰიტი“ 106:96 დაამარცხა.

მამუმ მოედანზე 18.33 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ოთხიდან ორი ორქულიანი და ხუთიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი საჯარიმოც დააყოლა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფინისას „ტორონტომ“ მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო.

„ტორონტოს“ 27 თამაშის შემდეგ 16 მოგება და 11 მარცხი აქვს. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან. „რეპტორსი“ მომდევნო მატჩში მამუს ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...