ხვალ დიდი მატჩია, „მარსელი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს, „პარიზიენში’’ კი უცნაური წერილი დაიწერა: ჩაიშლება ფრანგული კლასიკო? – კითხულობს ფრანგული გაზეთი. პირველი, რასაც მკითხველი იფიქრებს გუნდების გულშემატკივართა მტრობაა. მარსელელი ქომაგები დედაქალაქელთა გუნდისადმი ავი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მაგრამ თურმე ამჯერად მიზეზი სულ სხვაა: ზღვისპირა ქალაქში ავდარია გამოცხადებული.
პროგნოზის თანახმად დღეს, შაბათს და ორშაბათს მარსელში მზიანი დარი იქნება, აი, კვირას კი დიდი ნალექია მოსალოდნელი. სწორედ იმ დროს, როდესაც „ველოდრომზე’’ მატჩია დანიშნული თქეშს ელიან და ვარაუდობენ, რომ მან თამაში შეიძლება ჩაშალოს… ანდა დააბრკოლოს მაინც.
ახალ სეზონში ფრანგული ფეხბურთის უბოროტესი მტრებისთვის ეს პირველი დაპირისპირებაა. ფავორიტად პსჟ მიაჩნიათ, რადგან ის ცხრილს ოთხი თამაშიდან ოთხი გამარჯვებით ლიდერობს და ბოლო შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტას’’ ეფექტურად მოუგო 4:0. მეორე მხრივ „მარსელი’’ შინ თამაშობს და თავისი გულშემატკივრის წინაშე შერცხვენის უფლება არ აქვს. თან, ხმელთაშუაზღვისპირელებმა ჩემპიონთა ლიგაში თავიანთი პირველი შეხვედრა წააგეს ― 1:2, მადრიდში, „რეალთან’’.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ „ატალანტასთან’’ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ასე თქვა: „ყველა თამაში შემდეგი მატჩისთვის მზადებაა. ვიცით, რომ მომდევნო შეხვედრა „მარსელთან’’ გვაქვს, ამიტომ განსაკუთრებით ვემზადებით. კარგად ვიცით ისიც, თუ რას ნიშნავს ეს შეხვედრა ჩვენი გულშემატკივრისთვის. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
