ვახტანგ ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონია. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლის სპორტსმენმა ოთხი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი ირგუნა.
ლოლუამ მერვედფინალში ჩინელი ჰუოინ ში 9:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ დენის ფლორინ მიჰაისი 3:2 დაჯაბნა, ნახევარფინალში თურქ მუჰამეთ ემინ ჩაკირთან ჭიდაობა 2:2 კი დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის წყალობით აჯობა.
ფინალში ლოლუას მეტოქე ირანელი პაიამ ფრზად აჰმადი ბალოოტაკი იყო. პირველი პერიოდი ლოლუამ 3:0 მოიგო, მაგრამ, ამის შემდეგ ირანელი გააქტიურდა და ლოლუა 5:7 ჩამორჩა. 18 წლის ქართველი მოჭიდავე არ გატყდა, დასკვნითი ნაწილი უკეთ ჩაატარა, ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და 9:7 იმარჯვა.
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი იჭიდავებს: ამირან შავაძე (60 კგ.) და გიორგი მელია (97).
მათ გარდა ტურნირში კიდევ სამი ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება: ლერი აბულაძე (63) რუს სერგეი ემელინს შეხვდება; ჯონი ხეცურიანის (67) მეტოქე რუსი დანიალ აგაევი იქნება, ლაშა გობაძეს (87) კი, მეტოქედ ყაზახ ისლამ ევლოევი ერგო.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
