საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის პირველ მატჩში სლოვაკეთი 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშის დასაწყისში მეტოქის შეტევები მოიგერია, თამაში დაალაგა და საქმე გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, მისი ბედი ეჭვქვეს წუთითაც არ დაუყენებია.
პირველ ტაიმში არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჩიმაკაძის გოლიც მოჰყვა. ერთადერთი რაც სლოვაკებმა მოახერხეს, სხვაობის შემცირება იყო. თუმცა, იმავე სებისკვერაძემ და შოთა თოფურიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
საპასუხო მატჩი სლოვაკეთში 23 სექტემბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
