საქართველომ კვიპროსთან ივარჯიშა

Home კატეგორიის გარეშე საქართველომ კვიპროსთან ივარჯიშა
საქართველომ კვიპროსთან ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მასპინძელ კვიპროსს მარტივად 93:61 მოუგო. ერთია, სერბ სპეციალისტ ეს მატჩი უფრო სავარჯიშოდ ჰქონდა შეგულებული და ტაქტიკაც ისეთი არჩია, რომ გუნდს სამქულიანებზე ევარჯიშა.

პირველ მეოთხედში ეს არ გამოგვივიდა და 13-დან მხოლოდ სამი ჩავაგდეთ; მეორეში ბევრად უკეთ ვისროლეთ – 10-დან შვიდი. აქედან თორნიკე შენგელიას ოთხიდან ოთხი ჰქონდა, ხოლო გოგა ბითაძეს ხუთიდან – სამი. სანდრო მამუკელაშვილი ფარზეც ბატონობდა (ცხრა მოხსნა) და პასებსაც (5) არიგებდა. შედეგად პირველი ტაიმი 42:26 მოვიგეთ.

ცხადია, ეს უპირატესობა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაიზარდა. ტაქტიკაც შეიცვალა და სამწამიანიც უფრო დავტვირთეთ. საბოლოოდ, თამაშ-თამაშით მოვიგეთ და ახლა, გავალთ თუ არა ჯგუფიდან 4 სექტემბერს, ბოსნიასთან მატჩზე იქნება დამოკიდებული.

ვთქვათ ისიც, რომ კვიპროსთან მატჩის საუკეთესოდ თორნიკე შენგელია დაასახელეს.

ანდრონიკაშვილი, მამუკელაშვილი (5ქ, 10მ, 6პ), ჯინჭარაძე (5ქ), ბურჯანაძე (5ქ), შერმადინი (6ქ), სანაძე (10ქ, 6პ), კორსანტია (2ქ), ფევაძე, შენგელია (27ქ), ბითაძე (21ქ, 13მ, 3დ), ბოლდუინი (8ქ, 6პ), ოჩხიკიძე (4ქ)

მიხეილ ჟორჟოლიანი ლიმასოლიდან საგანგებოდ სარბიელისთვის

ავტორის პროფილი

მიხეილ ჟორჟოლიანი