დაიწყო სერია A-ს მორიგი ჩემპიონატი. ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ’’ სტუმრად 2:0 მოუგო „სასუოლოს’’. ანგარიში მე-17 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, 57-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით მეორე შეაგდო.
მატჩის შემდეგ ბელგიელმა ვეტერანმა Dazn-ის მიკროფონების წინ კომენტარი გააკეთა. მან თქვა:
„ჯარიმა რომ დავარტყი მინდოდა ბურთი სახიფათო ზონაში ჩამეგდო, მაგრამ ბედად მას არავინ შეეხო და პირდაპირ კარში შევარდა…
…იტალიაში სულ სხვანაირად მუშაობენ ვიდრე ინგლისში. ამიტომ, მე უნდა ავუღო გუნდს ალღო და არა გუნდმა მე…
…უკეთესად თამაში დღესაც შეგვეძლო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა შარშანდელი მიღწევა გავიმეოროთ…
…იტალიური მესმის, მაგრამ ჯერ ძალიან ცუდად ვლაპარაკობ’’.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
