მამარდას ბოლო ამხანაგური

Home კატეგორიის გარეშე მამარდას ბოლო ამხანაგური
მამარდას ბოლო ამხანაგური

„ლივერპულმა’’ „ბილბაოს’’ ერთ დღეს ორჯერ მოუგო, ჯერ საქართველოს დროით 20 საათიან შეხვედრაში (4:1), შემდეგ კი 23 საათიან შეხვედრაში (3:2). გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდელების კარს მეორე მატჩში (ქვემოთ იხილეთ ვიდეო) იცავდა და ამიტომაც ჩვენ სწორედ მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. „წითლების’’ სამი გოლიდან ერთი მო სალაჰმა გაიტანა, ხოლო ორი კოდი გაკპომ. ბასკური გუნდის გოლების ავტორები გახლდნენ ოიან სანსეტი და უკვე ნახსენები გაკპო, რომელმაც საკუთარ კარშიც შეაგდო.

მეორე შეხვედრა, რომელშიც „ლივერპულის’’ კარი მამარდაშვილმა დაიცვა ეგრეთწოდებული ძლიერი შემადგენლობების დაპირისპირება გახლდათ. საინტერესოა, რომ მასში ხუთმა ახალწვეულმა მიიღო მონაწილეობა.

Liverpoolecho-მ ქართველი მეკარის თამაში 7 ქულით შეაფასა. პორტალმა შეფასებას ასეთი სიტყვები მოაყოლა: „მას ბილბაოელთა გოლების მოგერიების შანსი არ ჰქონდა, სხვა მხრივ კი რამდენიმე კარგი დარტყმა აიღო, სანამ შეხვედრის ბოლოს ადუ არესის დარტყმულს გაფრენით გაუმაკლავდებოდა’’.

„ლივერპულს’’ მომდევნო შეხვედრა კვირას, 10 აგვისტოს, საქართველოს დროით 18 საათზე „კრისტალ პალასთან’’ აქვს. ეს იქნება ინგლისის სუპერთასის მატჩი, რომელსაც „ქომუნითი შილდს’’ უწოდებენ. შემდეგ კი, პარასკევს, 15 აგვისტოს მერსისაიდელები პრემიერლიგის სეზონს იწყებენ. მათ შინ, 23 საათზე „ბორნმუთთან’’ უწევთ თამაში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.