„ლივერპულმა’’ „იოკოჰამას’’ ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 მოუგო. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის თამაში აინტერესებდა და ის ყველაზე კარგად საიტმა liverpoolecho-მ აღწერა:
„პირველი ტაიმის ბოლოს შესანიშნავად მოიგერია მეტოქის თავური დარტყმა და რამდენიმე პირდაპირი პასით თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა სცადა. მისი მარცხენა ფეხი ნამდვილად სასარგებლოა’’.
პორტალმა საქართველოს ნაკრების მეკარეს 10-დან 7 ქულა დაუწერა.
სხვა მხრივ კი „ლივერპულის’’ ქომაგები 33 წლის ვეტერანის მოჰამედ სალაჰის კარგმა თამაშმა გაახარა.
„პირველი ტაიმის შუაში, როდესაც „ლივერპული’’ ჩიხიდან გამოსვლას ცდილობდა, სალაჰმა ორი დიდოსტატური პასი შეასრულა. პირველი პასი მან კოდი გაკპოს მიაწოდა, მეორე კი დომინიკ სობოსლაის. მეორე პასის შემდეგ liverpoolecho-ს ჟურნალისტმა იან დოილმა დაწერა: „თავისი მაღალი, გრძელი პასებით აქ სალაჰი ბატონობს.
ეგვიპტელმა ფარაონმა ზაფხულში სრულფასოვანი დასვენების შემდეგ საუკეთესო ფორმაში დაბრუნების ნიშნები გამოავლინა. გაკპოსა და სობოსლაისთვის მიწოდებული პასები სუნთქვისშემკვრელი იყო’’.
იოკოჰამაში მივლინებულმა Sky Sports-ის კორესპონდენტმა პიტერ სმიტმა კი დაწერა, რომ იაპონურ გუნდს ასეთი ოსტატის წინააღმდეგ თამაში ყოველდღე არ უწევს. სალაჰმა, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერლიგური კარიერის რეკორდი დაამყარა და 18 საგოლე პასი გადააწოდა, ორი ბრწყინვალე პასი შეასრულა. მართალია „ლივერპულის’’ 11 ნომერს გვარიანი გარჯა მოუწევს 2024-25 წლების სეზონის შედეგი რომ გაიმეოროს (23 საგოლე პასი და 34 გოლი), მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მარადახალგაზრდა ფორვარდი სტაბილურობის მაგალითია და მას წარმატების მიღწევა კვლავ შეუძლია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
