რუსი ისევ ჭამს

Home კატეგორიის გარეშე რუსი ისევ ჭამს
რუსი ისევ ჭამს

მორიგი სკანდალი! ისევ მილდონიუმი! ამჯერადაც ცხენის დოზით!

ალექსანდ კრუშელნიცკიმ ცოლთან ერთად ქერლინგის დაბლ-მიქსტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბუნებრივია, დოპინგ-ტესტი ჩააბარებინეს, რომელმაც ორგანიზმში მილდონიუმის მკვეთრად ჭარბი დოზა აჩვენა. ასევე დადებითი აღმოჩნდა იქამდე აღებული ტესტის პასუხიც.

შედეგი:  წყვილს მედალს ჩამოართმევენ და სავარაუდოდ, სამუდამოდ მოკვეთენ სპორტიდან.

შედეგი 2: ანტისადოპინგო სამსახურმა დღეს ვარჯიშზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის პრიზიორ ალინა ზაგიტოვასაც მიაკითხა. სისხლის სინჯი კი აიღეს, მაგრამ გოგონა ისეთი დაზაფრული იყო, შარდის ანალიზის ჩაბარება არ გამოუვიდა.

რუსი ქომაგების კომენტარებში სიტყვები: „უტვინო“, „რა უბედურებაა?!“ და „იდიოტიზმი“ ჭარბობს.

თუმცა, არის ქომაგთა მეორე ნაწილიც, რომლებმაც პერმში „მასლენიცა“ იზეიმეს და გრიგორი როდჩენკოვის ცეცხმოდებულ ფიტულს სულ „კალინკა-მალინკას“ თანხლებით უარეს გარშემო.

როდჩენკოვი კი ის კაცია, რუსულ მენიუში მილდონიუმის სიჭარბეზე პირველმა რომ ააგორა სკანდალი.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".