კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შოთა…

Home კატეგორიის გარეშე კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შოთა…
კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შოთა…

შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა – ქართველმა სპეციალისტმა თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ქასიმფაშასთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

„კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში, შოთა“, – ასე გამოეხმაურა თურქული კლუბის ვებგვერდი არველაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას.

შოთა არველაძე 2012-2015 წლებში „ქასიმფაშას“ მწვრთნელად ერთხელ უკვე მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თურქეთის სუპერლიგაში ორჯერ მეექვსე ადგილი დაიკავა.

„2012-15 წლებში წარმატებული მუშაობის შემდეგ, მოხარული ვართ, რომ შოთა არველაძე კვლავ დაბრუნდა ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად, წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.