ბოლო დეკადის წარუმატებლობათა მიუხედავად პარიზელი გულშემატკივარი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დამოუკიდებელი საკვლევაძიებო ინსტიტუტის Odoxa-ს მიერ ტოტალიზატორ Winamax-ისა და მედია ჯგუფ RTL-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივართა 85% დარწმუნებულია, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ანუ ნახევარფინალში „არსენალის’’ ბარიერს დაძლევს.
გაზეთი „პარიზიენი’’ იხსენებს, რომ შარშან ამ დროს ფანების 66% ამბობდა პარიზელები ლიგის ფინალში გავლენო, მაგრამ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში „დორტმუნდისგან’’ 0:1 იწვნიეს.
კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს პოპულარობა „ლივერპულთან’’ მერვედფინალის დროს პიკზე იყო, შემდეგ კი 7%-ით შემცირდა.
საერთაშორისო გულშემატკივართა 55% „არსენალთან’’ სწორედ „პარი სენ ჟერმენს’’ უგულშემატკივრებს. 19% პირიქით, სიამოვნებით ნახავს ლუის ენრიკეს გუნდს თავჩაქინდრულს.
პირველ შეხვედრის წინ მოლოდინი დაახლოებით თანაბარია. 41%-ის აზრით ლონდონში პარიზელები გაიმარჯვებენ, 37% კი მასპინძლების გამარჯვებას ელის. შესაბამისად, 22% ამბობს, რომ „ემირეით სთედიუმზე’’ შეხვედრა ფრედ დასრულდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
