რაკი ქართველ გულშემატკივართა შორის პეპ გვარდიოლას ცოლთან ურთიერთობის ამბავმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიტყვით: ესპანური მედია იტყობინება, რომ წყვილი შერიგდა. შეგახსენებთ, 30 იანვარს „მანჩესტერ სიტის’’ თავკაცმა და მისმა მეუღლემ კრისტინამ განაცხადეს, რომ ერთმანეთს სცილდებიან, თებერვალში კი ოფიციალური განქორწინების პროცედურებს უნდა შედგომოდნენ.
კატალონიური გაზეთი „ელ ნასიონალი’’ წერს რომ აღდგომაზე პეპი კერძო თვითმფრინავით ბარსელონაში საიდუმლოდ ჩავიდა, რის შემდეგაც წყვილმა გადაწყვიტა ერთმანეთს თავიდან მისცეს შანსი.
პრობლემა სათავეს როგორც ჩანს 2019 წლიდან იღებს, როდესაც მოდის სფეროში დასაქმებული სენიორა გვარდიოლა ბარსელონაში დაბრუნდა და თავის ბიზნესზე გადაერთო. დაცილება კი გვარდიოლებმა 2024-ის ნოემბერში გადაწყვიტეს, როდესაც პეპმა „მანჩესტერ სიტისთან’’ 2027 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. „ელ ნასიონალი’’ წერს, რომ გვარდიოლამ ცოლს პირობა მისცა, ამიერიდან კატალონიაში კვირაში ერთხელ ჩამოვალო. აქამდე ცოლ-ქმარი ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხედავდა.
გვარდიოლებს სამი შვილი ჰყავთ. მათგან ორი, მარია და მარიუსი მანჩესტერში მამასთან ცხოვრობს, ვალნტინა კი დედასთან ერთად ბარსელონაშია. ინგლისური „სანი’’ დააკვირდა, რომ თითიდან ქორწინების ბეჭედს არც პეპი იშორებს და არც კრისტინა. ისინი1994 წლიდან ერთად არიან, მაგრამ ხელი 2014 წელს მოაწერეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
