კვარა ნაპოლის ლეგენდათა ასოცოაციაში

Home კატეგორიის გარეშე კვარა ნაპოლის ლეგენდათა ასოცოაციაში
კვარა ნაპოლის ლეგენდათა ასოცოაციაში

Napoli Legends, the chat with 118 former Azzurri. From Vinicio to Kvaratskheliaამბობენ, რომ „ნაპოლი’’ ფეხბურთის კლუბზე მეტია. იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელი რომელიც ერთხელ მაინც ითამაშებს „ნაპოლიში’’ სამუდამოდ ნეაპოლელად დარჩება. და „აძური’’ 2026 წელს ასი წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამიტომაც მოხშირდა წარსულთან ხიდების გადება. კვირას„მარადონაზე’’ ალემაო, კარეკა და ესეკიელ ლავეცი ჰყავდათ მიწვეული. ამის შესახებ „ილ მატინოს’’ დღევანდელი გამოშვება ასე წერს:

„ეს სამი ვარსკვლავი „ნაპოლის ლეგენდათა’’ ასოციაციის წევრია. ასოციაცია ხუთი წლის წინ დაარსდა და დღეისათვის 118 წევრს ითვლის. ეს ის ფეხბურთელებია, რომელთაც „ნაპოლის’’ ფორმა სცმიათ: ვინიჩიოდან სავილდიმდე, კროლიდან ბრუსკოლოტიმდე, ჯორდანოდან კარეკასა და ძოლამდე… ასოცოაცოაში შედიან კავანი და ძმები კანავაროები, ლავეცი, მერტენსი, ჰამშიკი, კელხონი, რეინა და მისი სულ ბოლო წევრი გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სიაში იმწამს ჩაწერეს ჩაწერეს როგორც კი „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა.

გულშემატკივრებმა „მარადონაზე’’ მოწყობილ შეხვედრას ჯგუფურ ჩატში აღფრთოვანებული კომენტარები მიუძღვნეს. თავად ლეგენდები კი კლუბის ინიციატივით კმაყოფილები არიან. ისინი გრძნობენ, რომ ასცოციაციის წყალობით მუდამ თავიანთ გულშემატკივრებთან რჩებიან. ოცნება? საუკუნოვან იუბილეზე მეოთხე სკუდეტოს აღნიშვნა. ჯერჯერობით კი ალემაო, კარეკა და ლავეცი სტადონზე დღევანდელი ფეხბურთელების მხარდასაჭერად მივიდნენ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.