
არ არსებობს არანაირი ლოგიკა, როჯერ ფედერერის ამგვარ წარმატებებს რომ ახსნის. 36 წლის ასაკში ჩოგბურთელთა უმეტესობა პენსიაშია გასული, როჯერ ფედერერი კი ორშაბათიდან ATP-ის განახლებულ რეიტინგს სათვეში მოექცევა.
გაპირველებისთვის როტერდამულ მეოთხედფინალში რობინ ჰაასეს დამარცხებამ იკმარა და ერთბაშად სამი რეკორდიც დამყარდა:
- საჩოგბურთო ამქრის სათავეში 36 წლისა ჯერ არავინ მოქცეულა. აქამომდელი უხუცესი ანდრე აგასი იყო, რომელსაც 33 წლისას ეკავა რეიტინგის პირველი საფეხური.
- პირველი საფეხურიდან ფედერერი ზუსტად 5 წლისა და 106 დღის წინ დააქვეითეს. ამხელა პაუზის შემდეგ კი პირველობა არავის დაუბრუნებია.
- როჯერ ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი პირველად 2004 წელს გახდა და საერთო ჯამში რეიტინგის პირველ საფეხურზე 302 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
