ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი გახდა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე უკრაინელი ალექსანდრ პეტრაკოვი შეცვალა, რომელიც პოსტიდან შარშან, ოქტომბერში გაათავისუფლეს.
61 წლის ვან სხიპი ადრე „მელბურნის“, „გვადალახარას“, „ზვოლეს“, „აიაქსისა“ და საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი იყო.
საქართველოს ნაკრები ვან სხიპისთვის უცხო გუნდი არ არის, 2021 წელს სწორედ ის იყო საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი, როდესაც „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემოინატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მის გაწვრთნილ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდნენ – საბერძნეთში შეხვედრა 1:1 დასრულდ, ბათუმში კი ბერძნებმა 2:0 მოიგეს.
ამის შემდეგ ვან სხიპი „აიაქსში“ დაინიშნა, სადაც გიორგი მიქაუტაძის მწვრთნელი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ამსტერდამულ კლუბში თავის გამოჩენის შანსი დიდად არ ჰქონია…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
