Head coach of Brest SB29, Eric Roy reacts with head coach of Paris Saint-Germain, Luis Enrique during the Ligue 1 McDonald's match between Stade...დღეს ჩემპიონთა ლიგაში ფრანგული დერბია, „ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ „ბრესტთან’’ თამაში რთულია. ამ სიტყვებზე კომენტარი ბრესტელთა მწვრთნელს ერიკ რუას სთხოვეს.

„თუკი ჩვენთან თამაში რთულია, მაშინ „პარი სენ ჟერმენთან’’ თამაშზე რაღა უნდა ითქვას? – უპასუხა რუამ, – დღეს ჩვენ იმ სამყაროში არ ვცხოვრობთ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენია’’. დააკვირდით ამ ორი კლუბის ბიუჯეტს. ჩვენ „შეუძლებელი მისია’’ დავიწყეთ. იმ დღეს გავიგე, რომ ტომ კრუზი პარიზში ყოფილა და მინდოდა რჩევა მეკითხა, მაგრამ ვერ მოვიხელთე (იცინის). თუმცა, როგორც ყოველთვის, გვექნება ამბიცია, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით’’.

ყველაზე მეტად რას უფრთხით?

მათ ბრწყინვალე თავდასხმას და ბურთის ფლობის უნარს. პარიზელებს ჰყავთ დემბელე, ბარკოლა, ლი, კვარა, დუე… ისინი ტოპ-დონის ფეხბურთელები არიან, რომელთა თამაშის წაკითხვა ძნელია და ვინაიდან ლუისი გამუდმებით აცვლევინეს ადგილებს, მათი ამოცნობა კიდევ უფრო ძნელი ხდება. ამიტომ, ჩვენ მთელი ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ. მეტოქეს იმდენი ძლიერი მხარე აქვს, რომ ყველას ჩამოთვლა ძნელიც კი იქნება.

როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ „ბრესტმა’’ „პარი სენ ჟერმენს’’ ბოლოს 40 წლის წინ მოუგო?

ეს ფაქტი შთაგონებით აღმავსებს. ეს დიდი გამოწვევაა. „ბრესტმა’’ წარმატებას გემო ბოლო ორი წელიწადია რაც გაუგო, ფეხბურთელები თამაშის ეშხში შედიან. მე ხანდახან გასახდელში მათი ლაპარაკი მესმის… ამიტომ, კარგი იქნება პარიზელებს ორმატჩიანი დუელიდან ერთს მაინც თუ მოვუგებთ… თუმცა, სტატისტიკა დიდად არ მიყვარს. მეორე მხრივ, აგერ, ორმოც წელიწადზე საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეთ და ხვალ მას ჩემს სამოტივაციო სიტყვაში გამოვიყენებ (იცინის)

რატომ არის „ბრესტისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო?

იმიტომ, რომ ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. განა არ შეგვიძლია თერთმეტი კაცით უკან ჩავდგეთ, ბევრი სწორედ ასე იქცევა, მაგრამ ეს ფეხბურთის ჩემეულ ხედვას არ შეესაბამება. რასაკვირველია, ხანდახან საკუთარ საჯარიმოს მივეჯაჭვებით ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენი სურვილით არ ხდება. ასეთია გეგმა, დანარჩენი კი ხვალ მოედანზე გამოჩნდება.