Head coach of Paris Saint-Germain, Luis Enrique reacts during the French Cup - round of 32 match between Espaly FC and Paris Saint-Germain at Stade...ბოლო პრეს კონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი მომავლის შესახებ ზედაპირულად ილაპარაკა. მას არაფერი უთქვამს ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მან თქვა, რომ ერთ კლუბში ოთხ წელიწადზე მეტი არასდროს უმუშავია. ვინ იცის საფრანგეთის დედაქალაქში 2023 წელს მისულმა ესპანელმა პირადი რეკორდი „პარკ დე პრენსზე’’ დაამყაროს.

ბოლოხანს ფრანგულ პრესაში გავრცელა ხმა, რომ პსჟ-მ ლუის ენრიკესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი მოაგვარა, მაგრამ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ამბობენ, რომ კლუბი საამისოდ შესაფერის მომენტს ელოდება. ამასობაში ესპანელი მწვრთნელი თავისივე შექმნილ რეალობასა და საიდუმლოების შენახვას შორის ბალანსის დაცვას ცდილობს.

„ტოპ კლუბში ბევრი წლით დარჩენა ძალიან ძნელია, – თქვა მან, – გადახედეთ ჩემს წინა კლუბებს. ოთხ წელიწადზე მეტი არსად დავრჩენილვარ. ყოველ ჯერზე ენერგია მელეოდა და ბატარეების ხელახლა დამუხტვა მჭირდებოდა.

პარიზში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. რასაკვირველია შესანიშნავი იქნება თუკი ჩემი თავგადასავალი ათ წელიწადს გაგრძელდება, მაგრამ ეს მე არ მადარდებს. ყოველთვის დღევანდელი დღით ცხოვრებას ვცდილობ. მთავარია, რომ ამწუთას საკმარისი ენერგია მაქვს’’.