ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აზამატ აიტხოჟინმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა.
„ოთხი კანდიდატი გვყავს შერჩეული. მათ შორის ორი ყაზახეთში მუშაობს – ტალგატ ბაისუფინოვი (21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი) და სტანიმირ სტოილოვი (ასტანა). მარტამდე ნაკრებს თავკაცი ნამდვილად ეყოლება“- თქვა გენმდივანმა. ფავორიტი ამ წყვილში სტანიმირ სტოილოვია, რომელიც „ასტანაში“ 2014 წლიდან მუშაობს და ოთხჯერ გახადა ჩემპიონი. გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფიდან გაიყვანა და 15 თებერვალს ფლეი ოფის პირველ მატჩში ლისაბონის „სპორტინგს“ ხვდება.
სწორედ სტოილოვი იყო ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი 2009 წლის 14 ოქტომბერს, როცა მისმა შეგირდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ექტორ რაულ კუპერის საქართველოს 6:2 მოუგეს. სტოილოვი, სავარაუდოდ, ნაკრებს თვის ბოლოს, „სპორტინგთან“ საპასუხო შეხვედრის შემდეგ ჩაიბარებს.
შეგასენებთ, ერთა ლიგის A ჯგუფში ყაზახეთი, ლატვიასთაან და ანდორასთან ერთად საქართველოს მეტოქეა.