საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ მოჯრით სამი მარცხის შემდეგ ვენეციაში ფრედ ითამაშა. სტუმართა მეკარის დევის ვასკესის უხეში შეცდომის გამო იოელ პოიანპალომ ვენეციელები მე-5 წუთზე დააწინაურა, მაგრამ სებასტიანო ესპოზიტომ 32-ე წუთზე გაქვითა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო საიტის მოსაზრებას. მათ გოგლიჩიძის თამაში ასე შეაფასეს:
calciomercato — 6.5 გოგლიჩიძე „ვენეციას’’ ფინელ თავდამსხმელ იოელ პოიანპალოს თავდაჯერებული მეურვეობდა.
pianetaempoli — 6.0 მეტოქეს კარგად მეურვეობდა და თანაგუნდელებსაც აზღვევდა. კარგი იყო თავისუფალ სივრცეებში შერბენების დროსაც.
Tuttomercatoweb ― 6.0 ჩვეულებრივი თამაში ჰქონდა: ოპონენტს ყურადღებით სდევდა და თანაგუნდელებს აზღვევდა. თავის ზონას მონდომებით იცავდა.
eurosport — 6.0 დავალებას მონდომებით ასრულებდა, შეცდომები არ დაუშვია. ასეთი თამაში სრულიად საკმარისია.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 7.2 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.9
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
