საქართველოს ჩემპიონი – თბილისის იბერია

36-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონი თბილსის „იბერია“ გახდა, მეორედ ისტორიაში (პირველად 2018 წელს, მაშინ კლუბს „საბურთალო“ ერქვა).

„იბერია“ მომავალ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ვერცხლის პრიზიორი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა, ბრინჯაოსი – გორის „დილა.“ ესენი და ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის „სპაერი,“ – კონფერენციის ლიგაში მოსინჯავენ ძალებს.

პლეი-აუტში „გაგრა“ დაბალლიგელ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება (12 დეკემბერს სტუმრად, 16 დეკემბერს შინ), „თელავი“ კი „რუსთავს“ (12 დეკემბერს შინ, 16 დეკემბერს სტუმრად).

ბოლო წლების ტიტულის მუდმივი მაძიებელი – „ბათუმი,“ წლეულს სამეულშიც ვერ მოხვდა და ევროთასებიც მათ გარეშე ჩაივლის. კიდევ უფრო სავალალო დღეშია თბილისის „დინამო.“ გუნდმა ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დაბალი (მე-7) ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო პლეი-აუტის ზონას. ქვეყნის თასის ფინალში კი ქვედალიგელ „სპაერთან“ დამარცხდა და ევროსაგზურიც ვერ მოიპოვა.

ექსკლუზიური ინტერვიუ] "ტორპედოს" ფორვარდი ბიორნ იონსენი: "ჰალანდის და ედეგორის გვერდით მითამაშია და მჯერა, არაბიძესაც შეუძლია ...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი 32 გოლით ქუთაისის „ტორპედოს“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი გახდა

დილა 1:2 კოლხეთი

1:0 ვაუტერი (13), 1:1 ახალაძე (60), 1:2 კლიმოვი (68)

გაძევება: დრამე (90+7) – დილა

სამტრედია 0:1 ბათუმი

0:1 ინჯგია (64)

დინამო 0:1 გაგრა

0:1 გიორგი ხარებაშვილი (62)

ტორპედო 1:0 თელავი

1:0 იონსენი (34)

იბერია 1:1 სამგურალი

1:0 ტეიდი (41), 1:1 ლუკა ხორხელი (55)

საბოლოო ცხრილი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199936236774:4675
ტორპედო36217858:4070
დილა361911658:3068
ბათუმი3615101142:4155
სამგურალი3611111451:4944
კოლხეთი369141348:5841
დინამო369121533:4439
გაგრა361152036:5338
თელავი368101832:4334
სამტრედია365121933:6127

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 23, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 19, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 16, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 14, გიორგი ხარებაშვილი (გაგრა), ლუკა ხორხელი, ლევან კუტალია (ორივე – სამგურალი) – 11, გიორგი აბუაშვილი, კირილ კლიმოვი (რუსეთი) (ორივე – კოლხეთი) –  10