სომხეთთან B დივიზიონისთვის…

Home კატეგორიის გარეშე სომხეთთან B დივიზიონისთვის…
სომხეთთან B დივიზიონისთვის…

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად 2025 წლის მარტში პლეი ოფის მატჩის გამართვა უწევს.

ჩვენების მეტოქის გამოსავლენად შვეიცარიაში წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება.

წილისყრისას საქართველოს ნაკრები განთესილი იყო და პლეი ოფის პირველ მატჩს 2025 წლის 20 მარტს სტუმრად, ერევანში ჩაატარებს, საპასუხოს – 23 მარტს, თბილისში.

საქართველოს ნაკრები სომხეთს აქამდე შვიდჯერ შეხვდა, მათგან 3 თამაში ჩვენებმა მოიგეს, 2 ფრედ დამთავრდა, ორჯერაც სომხეთმა იმარჯვეს. ამ მატჩებში ქართველმა ფეხბურთელებმა 14 გოლი გაიტანეს, 8 კი მიიღეს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.