სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. საქართელოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერს ჯილდო 26 ოქტომბერს, „ლეჩესთან“ მატჩამდე „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გადაეცემა.
გულშემატკივრების გამოკითხვაში კვარამ ბრემერს („იუვენტუსი“), კასტროს („ბოლონია“), კუტრონეს („კომო„), დიმარკოსა („ინტერი“) და პულიშიჩს („მილანი“) აჯობა.
კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
