საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი – ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!!

… „სარბიელის” გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა… იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა… გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა… ოთარ კიტეიშვილი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა… გიორგი ჩაკვეტაძე ათამაშდა, მაგრამ რა ათამაშდა… მთლიანად გუნდმა კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იქაც, პირველივე ჯერზე მერვედფინალში გავიდა…

საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზი სარბიელელმა ილია ბაბუნაშვილმა გადასცა

ჩვენი ტრადიციული გამოკითხვაც, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის, სწორედ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, ანუ რჩეულები დავასახელეთ 2023 წლის აგვისტოდან  2024 წლის ივლისამდე პერიოდში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

ვთქვათ ისიც, რომ საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წელს კომპანია „ლიდერბეთის” ხელშეწყობით აღდგა. შარშანწინ პარტნიორობა თბილისის მერიამ გასწია, 2022-2023 წლების სეზონიდან კი „ლიდერბეთი” დაგვიბრუნდა, რისთვისაც დიდი მადლობა ალალი იყოს.

წლევანდელ გამოკითხვაში 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მათ დაასახელეს საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და დებიუტანტი…

ჟურნალისტებმა რჩეულები ასევე ტრადიციულად პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ჩამოწერეს. ადრინდელისგან განსხვავებით ახლა პირველად მოხდა, რომ ანკეტა ყველა ჟურნალისტმა სრულად შეავსო. მაგალითად, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები ჯამდება. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯაროა.

წლევანდელი შედეგბით საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის” „ვალენსიაში” განათხოვრებულმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ჯამში 231 ქულა მოაგროვა და ბევრად აჯობა ჩვენი ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც 123 ქულა ერგო. მესამეადგილოსანმა, ფრანგული „ლიონის” შემტევმა და 3 გოლით ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა გიორგი მიქაუტაძემ, ვისაც ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 31 მატჩში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი, 109 ქულა დააგროვა.

გიორგი მამარდაშვილი! – დიდ ფეხბურთში მეტეორივით შევარდნილი ამ ფეხბურთელის სახელი მსოფლიოს კიდიდან კიდემდე უკვე ყველას პირზე აკერია. საინტერესოა, რომ გამოკითხვის ჩატარების პერიოდში გიორგი „ვალენსიას” ფეხბურთელი იყო, ახლა კი ის ლივერპულელია. დიახ, ის უდიდესი „ლივერპულის” მეკარეა, ვის სანაცვლოდაც ინგლისელებმა ესპანელებს 40 მილიონი ევრო გადაუხადეს და ზაფხულამდე ისევ „ვალენსიაში” გაანათხოვრეს. რა უნდა ვთქვათ გიორგის შესახებ? ან ძალიან ბევრი, ანაც – ორიოდ სიტყვა. ფეხბურთის ყველა მოყვარულმა კარგად იცის რა სასწაულები აკეთა მან ევროპის ჩემპიონატზე, შესარჩევ ეტაპზე ან შემდეგ, ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან ფლეი ოფის მატჩებისას… ერთიც დავამატოთ: საქართველოს ნაკრებს მსოფლიო დონის მეკარე ჰყავს და არ გვგონია ამ სიტყვების შემდეგ ბევრი მოკამათე გამოგვიჩნდეს.

საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად მეორეა, ევრო-ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კი მესამე… ამადაც იყო წინა სეზონის შედეგ ურთულესი არჩევანის გაკეთება და ვიმედოვნებთ, მომავალშიც ასე იქნება.

ნომინანტთა შორის სულ 8 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი, რაც, ცხადია, ეროვნული ლიგის არც თუ მაღალ დონეზე მეტყველებს.

გიორგი ქოჩორაშვილი – 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი სარბიელის პრიზით

ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი გამოკითხვაში მონაწილე ყველა ჟურნალისტმა დაასახელა და აქაც, დიდი უპიტრატესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა, ვინც, სხვათა შორის ორმა კოლეგამ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში პირველ ადგილზე დაასახელა. გიორგისთვის, ცხადია, ეს  დიდი აღიარებაა და ჩვენი ბრინჯაოს პრიზიც (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა”) ალალი იყოს. ვისურვოთ, მალე უფრო მაღალი დონის გუნდში გვენახოს, რისი წინაპირობაც მან თავად შექმნა.

წლეულს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან  და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით – „ბასა” – დავაჯილდოეთ დიდი ქართველი ფეხბურთელი, სსრკ ნაკრებისა და თბილისის „დინამოს” კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, ვინც საზეიმო საღამოს გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრო, თუმც პრიზი მას შინ მივართვით, რითაც ფრიად გახარებული დარჩა. „სარბიელის” რედაქციამ მურთაზ ხურცილავას კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. აქვე ვთქვათ, რომ შარშან „ბასა” მანუჩარ მაჩაიძემ მიიღო.

აქვე მადლობა მოქანდაკეებს – ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ჩვენს გამოკითხვაში გამარჯვებულებისთვის  ექსკლუზიური და ვფიქრობთ, ძალიან ლამაზი პრიზების დამზადებისთვის.

ჟურნალისტიI ადგილიII ადგილიIII ადგილისაუკეთესო დებიუტანტი
მიხეილ აბაიშვილი (სსჟა)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ღვთისავარ ანთაძე (sportal.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგველესიანი
ილია ბაბუნაშვილი (sarbieli.com)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიგველესიანი
ლაშა ბაბუხადია (თავისუფალი ჟურნალისტი)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგველესიანი
სალომე ბალახაშვილი (allsport.ge)ჩაკვეტაძემამარდაშვილიკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ვასილ ბალახაძე (ქართლი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
დავით ბანანაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ბიძინა ბარათაშვილი (სილქსპორტი)მამარდაშვილიქოჩორაშვილიკვარაცხელიაგველესიანი
ტატო ბაციკაძე (europop)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
კახა ბერიძე (თავისუფალი ჟურნალისტი)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაგველესიანი
ლაშა ბერძენიშვილი (რუსთავი 2)მამარდაშვილიკვარაცხელიაქოჩორაშვილიქოჩორაშვილი
ელენე ბილიხოძე (პირველი რადიო)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიქოჩორაშვილი
შაკო ბუაჩიძე (europop)მამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილიქოჩორაშვილი
ირაკლი ბუხალი (dinamo.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკიტეიშვილიქოჩორაშვილი
პაატა გელაშვილი (ლელო)მამარდაშვილიკიტეიშვილიმიქაუტაძეგველესიანი
გიგა გვენცაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ირაკლი გოგვაძე (crystalsport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილი
გიორგი გულბანი (თავისუფალი ჟურნალისტი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგველესიანი
სოლომონ გულისაშვილი (worldsport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგველესიანი
ვოვა გუცაევი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ვახო დარასელია (რადიო ფორტუნა)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
გიორგი დარჯანია (tv პირველი)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ლაშა დვალიშვილი (რუსთავი 2)მამარდაშვილიქოჩორაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილი
დავით ერაძე (tv მთავარი)მიქაუტაძეკვარაცხელიამამარდაშვილიგველესიანი
სოფო ერქვანია (tv იმედი)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
გიორგი ვაშაკიძე (sarbieli.com)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ლაშა თაბაგარი (ფეხბურთი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილი
ირაკლი იმედაძე (სეტანტა)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
კობა ინასარიძე (sarbieli.com)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიქოჩორაშვილი
დავით კაკაბაძე (sarbieli.com)კვარაცხელიამამარდაშვილიჩაკვეტაძექოჩორაშვილი
ალეკო კაკაურიძე (ლელო)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ფრიდონ კერვალიშვილი (თავისუფალი ჟურნალისტი)მიქაუტაძემამარდაშვილიკვარაცხელიაქოჩორაშვილი
პაატა კვანტალიანი (sarbieli.com)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
მამუკა კვარაცხელია (სფფ)კვარაცხელიამამარდაშვილიქოჩორაშვილიქოჩორაშვილი
გეგი კიკაბიძე (nomadsport)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგველესიანი
მაგდა კლდიაშვილი (recorder.ge)მამარდაშვილიკაშიამიქაუტაძექოჩორაშვილი
მამუკა კუკულაძე (Crystalsport.ge)კიტეიშვილიმიქაუტაძემამარდაშვილიქოჩორაშვილი
მეგი კუპატაძე (სფფ)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ნიკა ლობილაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიქოჩორაშვილი
ნუკრი ლოლაძე (სარბიელი)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიგველესიანი
მერაბ მამულაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)მიქაუტაძემამარდაშვილიკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ბექა მახათაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიქოჩორაშვილიქოჩორაშვილი
გიორგი მელქაძე (worldsport.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
არმაზ მეტრეველი (თავისუფალი ჟურნალისტი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილი
გიორგი მურვანიძე (აჭარა tv)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიქოჩორაშვილი
ილია ნანობაშვილი (leadersport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ტატო ნიკურაძე (sport4me.ge )მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
გიორგი პავლიაშვილი (სილქსპორტი)მიქაუტაძემამარდაშვილიკიტეიშვილიქოჩორაშვილი
თენგიზ პაჭკორია (Gruzia Online)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგველესიანი
გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილი
მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ლაშა რამაზაშვილი (leadersport.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკიტეიშვილიქოჩორაშვილი
გუგა როგავა (ბეთლაივი)მამარდაშვილიმიქაუტაძეკიტეიშვილიქოჩორაშვილი
უშანგ რუხაძე (თავისუფალი ჟურნალისტი)ქოჩორაშვილიკაშიამიქაუტაძექოჩორაშვილი
საბა საბანაძე (leadersport.ge)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
სალომე საგინაშვილი (90 წუთი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
გიორგი სანაძე (euronews)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ხვიჩა სანიკიძე (soccerway)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ლევან სალუქვაძე (სილქსპორტი )მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიგველესიანი
ია სართანია (TV ფორმულა)მამარდაშვილიკიტეიშვილიქოჩორაშვილიქოჩორაშვილი
საბა საპანაძე (Geo Team)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
დავით სხირტლაძე (Crystlsport.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ირაკლი ფოფხაძე (თავისუფალი ჟურნალისტი)მამარდაშვილიკიტეიშვილიკვარაცხელიაქოჩორაშვილი
გიორგი ფულარიანი (სეტანტა)მამარდაშვილიმიქაუტაძეკიტეიშვილიქოჩორაშვილი
მამუკა ქანთარია (გურია)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ლაშა ქოქიაშვილი (gazzetta)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ლევან ღუდუშაური (საზოგადოებრივი მაუწყებელი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგველესიანი
გია ტუხაშვილი (ლელო)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიქოჩორაშვილი
გიორგი უგულავა (europop)მამარდაშვილიკვარაცხელიაკიტეიშვილიქოჩორაშვილი
ვაკო ყიფიანი (europop)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგველესიანი
მერაბ ყუფარაძე (tv ფორმულა)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ცოტნე შაორშაძე (პალიტრა tv)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
რატი შელეგია (კვირის პალიტრა)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძექოჩორაშვილი
ნანა ჩოკორაია (სფფ)მამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილიგველესიანი
ბაჩო ცალუღელაშვილი (gazzetta)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
ხატია ცარციძე (gazzetta)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
შალვა ცხადაძე (leadersport.ge)ქოჩორაშვილიმამარდაშვილიმიქაუტაძეგველესიანი
სანდრო ცნობილაძე (სილქსპორტი)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძემექვაბიშვილი
პაატა ძნელაძე (ფეხბურთი)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძექოჩორაშვილი
როსტომ წულუკიძე (ტვ იმედი)მამარდაშვილიმიქაუტაძეკვარაცხელიაქოჩორაშვილი
სალომე ხარატიშვილი (lelo.ge)მამარდაშვილილოჩოშვილიქოჩორაშვილიგველესიანი
გიორგი ხარშილაძე (leadersport.ge)მამარდაშვილიმიქაუტაძეკიტეიშვილიქოჩორაშვილი
ვაჟა ხუციშვილი (sarbieli.com)მიქაუტაძემამარდაშვილიკვარაცხელიაგველესიანი
თამარ ჯიშკარიანი (tsff.ge)მიქაუტაძემამარდაშვილიკიტეიშვილიქოჩორაშვილი
ფეხბურთელიI ადგილი / ქულაII ადგილი / ქულაIII ადგილი / ქულაქულა
გიორგი მამარდაშვილი65 / 19517 / 342 / 2231
ხვიჩა კვარაცხელია11 / 3332 / 6426 / 26123
გიორგი მიქაუტაძე6 / 1829 / 5833 / 33109
ოთარ კიტეიშვილი1 / 33 / 617 / 1726
გიორგი ქოჩორაშვილი2 / 62 / 47 / 717
გიორგი ჩაკვეტაძე1 / 30 / 01 / 14
გურამ კაშია0 / 02 / 40 / 04
ლუკა ლოჩოშვილი0 / 01 / 20 / 02
ფეხბურთელიხმა
გიორგი ქოჩორაშვილი66
გიორგი გველესიანი19
ანზორ მექვაბიშვილი1