„ნაპოლის” თავკაცი ანტონიო კონტე სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. იმას, თუ ვინ არის თვის საუკეთესო მწვრთნელი სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შექმნილი ჟიური წყვეტს. ჟიური წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმის გარდა ყურადღება ექცევა თამაშის ხარისხს და მოედნის კიდესთან ქცევას. მნიშვნელოვანია, რომ „აძურის” თავკაცის ამ აღიარებას წინ სეზონის რთული სტარტი უძღოდა: პირველ ტურში გუნდი „ვერონასთან” დამარცხდა. თუმცა, მას მერე „ნაპოლიმ” ოთხი შეხვედრა მოიგო და ერთი, „იუვენტუსთან”, ფრედ დაასრულა. ექვსი ტურის შემდეგ „პარტენოპეელები” ცხრილში პირველ ადგილზე არიან.
ოთხი მოგებული შეხვედრიდან „ნაპოლიმ” სამი შინ ჩაატარა. სტატისტიკოსებმა დავთრებში ჩაიხედეს და ნახეს, რომ „აძურის” ისტორიაში სულ ხუთი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდმა სეზონის პრველი ოთხი საშინაო შეხვედრა მოიგო. ეს მოხდა 1939 წელს პაოლო ლოდიჩეს, 1973 წელს ლუის ვინიჩიოს, 1989 წელს ალბერტინო ბიგონის, 2018 წელს კარლო ანჩელოტისა და 2021 წელს ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. ასე რომ თუ დღეს ანტონიო კონტეს თავკაცონით ნეაპოლელები „კომოსაც” დაამარცხებენ, მათი ახალი მწვრთნელი ზემოთ ჩამოთვლილი ხუთეულს შეუერთდება.
კონტეს ხელმძღვანელობით გუნდმა ორგანიზებული, მკაფიო სტრუქტურის ფეხბურთი აჩვენა. კარგად ათამაშდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც წინა სეზონი ჩაუვარდათ. სერია A-ს განცხადებაში წერია, რომ „ნაპოლის” თავკაცს ჯილდო „მარადონაზე” „კომოსთან” შეხვედრის წინ გადაეცემა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
