ვირტცი, იამალი, ბელინგემი… გოგლიჩიძე

Home კატეგორიის გარეშე ვირტცი, იამალი, ბელინგემი… გოგლიჩიძე
ვირტცი, იამალი, ბელინგემი… გოგლიჩიძე

ანალიტიკურმა ვებგვერმა Sofascore-მა 21-წლამდელ ფეხბურთელთაგან სექტემბრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც „ემპოლის“ ქართველი ლეგიონერი საბა გოგლიჩიძეც მოხვდა.

რჩეულთა შორის გოგლიჩიძის გარდა ჯუდ ბელინემი, ფლორაინ ვირტცი, ლამინე იამალი, ხავი სიმონსი და სხვა არაერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოხვდა.

სექტემბერში „ემპოლიმ“ სერია A-ში სამი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთი მოიგო და ორი ფრედ ითამაშა („კალიარისთან“ 2:0, ხოლო „იუვენტუსთან“ და „ფიორენტინასთან“ 0:0), გოგლიჩიძემ სამივე შეხვედრაში სრულად ითამაშა და Sofascore-სგან საშუალო შეფასება 7,0 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა გოგლიჩიძე ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამიძახა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.