ვიქტორ ოსიმენის „გალათასარაიში” იჯარის წესით გაშვებამ „ნაპოლის” სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობა მისცა. როდესაც „აძური” ნიგერიელის ჯამაგირსაც იხდიდა, ჯამური თანხა (ყველას ხელფასი დაქვითვამდე) 81.9 მილიონ ევროს უდრიდა. „გალათასარაის” სასწაულმა კი კლუბს ერთბაშად რამდენიმე პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მისცა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, აურელიო დე ლაურენტისის ჯიბიდან დაიზოგება 13 მილიონი ევრო, რაც გახლავთ ოსიმენის გასამრჯელო გადასახადების ჩათვლით. ამ თანხას წლეულს თურქები გადაიხდიან. შესაბამისად, „ნაპოლის” სახლეფასო ფონდი 68.9 მილიონამდე უმცირდება, რაც calcionapoli24-ის აზრით კონტეს გუნდს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად მდგრად გუნდად აქცევს.
გასულ დეკადაში „ნაპოლი” ყველაზე მდგრადი 2015-16 წლების სეზონში იყო, როდესაც მისი სახელფასო ფონდი 65 მილიონს უდროდა. 2014-15 წლებისა და 2022-23 წლების სეზონებში ფონდი 68 მილიონის ტოლი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
