პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარს კიდევ ერთი მედალი მიემატა, ამჯერად ვერცხლი – ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაულმა მეორე ადგილი დაიკავა და პარიზის თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში სროლის უფლება მიიღო, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა. ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250.2 ქულა მოაგროვა, ხოლო ჭინჭარაულის შედეგი 248.2 ქულა იყო. მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ტიმ ჯეფრი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა (გიგამ ბირთვი 9,66 მეტრზე ისროლა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა), ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ. ვლადიმერ ჭინჭარაულმა კი ქართული დელეგაციის მონაგარს ვერცხლის მედალი შემატა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
