
„ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ბაზრობას „ბრაიტონიდან” შოტლანდიელი ბილი გილმორის ყიდვით დაუსვა წერტილი. 23 წლის ნახევარმცველს X პლატფორმაზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიესალმა, „ბრაიტონმა” კი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბილი”, — დაწერა „ნაპოლის” მეპატრონემ.
„ვადასტურებთ, რომ ნახევარმცველი ბილი გილმორი „ნაპოლიში” გადავიდა. პირობებს არ ვასაჯაროებთ. გმადლობთ კარგი მოგონებებისთვის, ბილი!”, — გამოაქვეყნა „ბრაიტონმა”.
ამრიგად, დე ლაურენტისმა ორი შოტლანდიელი იყიდა. გილმორი და სკოტ მაკტომინეი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა. ის 27 წლისაა და როგორც ამბობენ, ნეაპოლი ერთი ნახვით შეუყვარდა. როგორც სასტუმრო Parker’s Hotel-ის მენეჯერები ამბობენ, სქოთმა მათ ასეთი რამ უთხრა:
„ნეაპოლში არასდროს ვყოფილვარ. ბევრი ქალაქი მომივილია, მაგრამ ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს. გუშინ, ტერასაზე ფეხები მიკანკალებდა. „მარადონაზე” ხომ აღარაფერს ვამბობ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
