საინტერესო წერილი გამოაქვეყნა იტალიურმა პორტალმა calciomercato. ის წერს, რომ მართალია სერია A-ში ჯერ მხოლოდ ერთი ტური ჩატარდა, მაგრამ ურთიერთობები „ნაპოლის” ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შორის უკვე დაიძაბა. პრობლემა სატრანსფერო ბაზარზე შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია. გაღიზიანება „ვერონასთან” თამაშის წინა პრესკონფერენციაზე მკაფიოდ გამოჩნდა და გააჩინა ვარაუდი, რომ ლეჩელი სპეციალისტი ნეაპოლს მალე დატოვებს.

იტალიაში არსებობს შიდა ტერიტორიების ეროვნული სტრატეგია SNAI, რომელსაც ტერიტორიული ერთობის სამინისტრო ხელმძღვანელობს. მისმა ექსპერტებმა ჩაატარეს ანალიზი და დაასკვნეს, რომ 2025 წლის 5-10 იანვარს კონტე „ნაპოლიდან” წავა ან მას კლუბი გააგდებს.

„აძურის” მიერ პირველ ტურში „ვერონასთან” ნაწვნევმა მარცხმა (0:3) ბუქმეიქერებზეც იმოქმედა. თუკი გუნდის ჩემპიონობა აქამდე 5.50-ად ფასდებოდა ახლა 8.50-მდე ავარდა.

„ნაპოლის” შემდეგი შეხვედრა კვირას, 25 აგვისტოს, შინ „ბოლონიასთან” უწევს. პირველ ტურში ბოლონიელებმა „უდინეზესთან” 1:1 ითამაშეს.