„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სეზონი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მესამე წრე დაიწყო და მე-19 ტურში გოლების ანტირეკორდიც დამყარდა. მეტოქეებმა ერთურთს მხოლოდ 6 გოლი გაუტანეს, რაც ყველზე დაბალი მაჩვენებელია წლევანდელ სეზონში (მანამდე ასეთი მე-12 ტური გახლდათ – 7 გოლი).

შეიძლება იყოს 7 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის თამაშში ჩართულები and ტექსტი გამოსახულება
იბერია – თელავი 1:1

ლიდერმა „დილამ“ ქულები დაკაგა, შინ „გაგრას“ ვერ მოუგო (0:0), თუმცა ჯამში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა და უშუალო მდევარ „ტორპედს“ 2 ქულით უსწრებს.

„სამგურალმა“ „დინამოს“ მოუგო თბილისში, ერთადერთი ბურთი წყალტუბოელთა ახალწვეულმა ლევან კუტალიამ გაიტანა, თუმცა გოლი არ აღუნიშნავს, რადგან ადრე „დინამოში“ თამაშობდა.

ეს წყალტუბოელების ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ. ისინი ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდნენ და „დინამოს“ გაუთანაბრდნენ.

ზღვისპირულ დერბიში „ბათუმმა“ „კოლხეთს“ ვერ აჯობა  (0:0). სხვათა შორის, ბათუმელებმა ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს.

ვერ გაიმარჯვა „იბერიამაც,“ რომელსაც 8 აგვისტოს კონფერენციის ლიგის მესამე რაუნდში  სტამბოლის „ბაშაკშეჰირთან“ დაპირისპირება უწევს. ამჯერად „იბერიას“ ერთ-ერთი აუტსაიდერი, „თელავი“ სტუმრობდა და უგებდა კიდეც, მალელი ტრაორეს სადებიუტო გოლით, მაგრამ ბოლოსკენ სტუმარმა ლადო ოდიშვილმა საკუთრ კარში გაიტანა და მატჩიც 1:1 დასრულდა.

„ტორპედომ“ „სამტრედიას“ 96-ე წუთზე მოუგო ყოფილი სამტრედიელის, ლაშა შერგელაშვილის ულამაზესი საჯარიმო დატყმით – 2:1. თუმცა თავიდან აგებდა. ახლა ქუთაისელებმა 40 ქულა მოაგროვეს და ლიდერ დილას მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩებიან.

დინამო 0:1 სამგურალი

0:1 კუტალია (73)

დილა 0:0 გაგრა

იბერია 1:1 თელავი

0:1 ტრაორე (69), 1:1 ოდიშვილი (86 საკ. კარში)

ბათუმი 0:0 კოლხეთი

ტორპედო 2:1 სამტრედია

0:1 ამოაკო (17), 1:1 იანსანე (36), 2:1 შერგელაშვილი (90+6)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა291610350:2358
იბერია 199929184763:4158
ტორპედო29176649:3457
ბათუმი29129835:3345
დინამო29911931:3238
სამგურალი29871439:4131
კოლხეთი296121137:4830
გაგრა29751725:4326
სამტრედია295111329:4926
თელავი29591523:3724