პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთი მედალი გარანტირებული აქვს – მოკრივე, ლაშა გურული (63.5 კგ) ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაიბევა, თუმცა, ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებს.
27 წლის ქართველი თავის წონით კატეგორიაში მეშვიდე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ უკვე ოთხეულშია. მეოთხედფინალურ ბრძოლაში ჩვენებურის მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი იყო.
გურული ჩხუბის პირველ რაუნდში დამარცხდა – ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით ყაზახი მოკრივე უკეთესი იყო. ქართველმა მოკრივემ მეორე რაუნდიდან მოუმატა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ მესამე რაუნდშიც აჯობა, ისევ მსაჯების გადაწყვეტილებით 3:2 იმარჯვა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი დაიბევა.
ნახევარფინალში გურულის მეტოქე კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება, ვინაც მეოთხედფინალში ტაილანდელი სინსირი 5:0 დაამარცხა. გურულისა და ბორხესის ბრძოლა 4 აგვისტოს შედგება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე კრივში მედალი 2000 წლის შემდეგ არ მოგვიპოვებია.

ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე19/03/2026 | 21:07შანსი ჯერი კიდევ არის…
დავთარი18/03/2026 | 21:47კალანდაძე შაბათს ელის
კატეგორიის გარეშე10/09/2025 | 20:11ფინეთი ვეღარ დავძლიეთ
კატეგორიის გარეშე07/09/2025 | 19:53სენსაცია: საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა!
