„ნაპოლი” და რომელუ ლუკაკუ მეტად და მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ანტონიო კონტეს ფავორიტი სასურველ ფებურთელთა სიაში პირველ ნომრად წერია და როგორც კი ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის ამბავი მოგვარდება, ლუკაკუ ნეაპოლისკენ აიღებს გეზს. „სქაი სპორტი” წერს, რომ „აძურიმ” ფეხბურთელთან ყველა საკითხი შეათანხმა. ახლა მის კლუბთან, „ჩელსისთან” არის საქმე მოსაგვარებელი. ლონდონელები ლუკაკუს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვენ. „ნაპოლი” 25 მილიონის გადახდას აპირებს.

თუ მხარეები საერთო ენას გამონახავენ, ლუკაკუ „ნაპოლიში” სამ წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბელგიელი ხელფასის შემცირებას დათანხმდა. მისი მიზანი კონტესთან მუშაობაა.

Romelu Lukaku centre-forward of Belgium and AS Roma and Ousmane Dembele right winger of France and Paris Saint-Germain compete for the ball during...