SKY - Gasperini-Napoli, draft agreement reached: definitive yes from the coach is awaited. The pressure on Conte continues
ჯან პიერო გასპერინი

„ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მომავალ მწვრთნელად ანტონიო კონტე რომ უნდა საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, თუმცა ბუნებრივია, რომ ბიზნესმენი თავს იზღვევს და ცდილობს კონტეს უარის შემთხვევაში სხვა კანდიდატი ჰყავდეს მზად. როგორც „სქაი სპორტის” ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო თავის ოფიციალურ პორტალში წერს, დე ლაურენტისსა და კონტეს შორის ეკონომიკური ხასიათის მოლაპარაკება ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვაჭრობა გრძელდება, თუმცა პირისპირ შეხვედრის საბაბი ჯერჯერობით არ არსებობს. ამის გამო „ნაპოლის” მეპატრონე აქტიურად მუშაობს „ატალანტას” მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან და სხვა კანდიდატებთან — სტეფანო პიოლისა და ვინჩენცო იტალიანოსთან.

დი მარციო წერს, რომ გასპერინის პოზიცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დე ლაურენტისს მკაფიოდ ეცოდინება, რა დაუჯდება მისი ბერგამოდან წამოყვანა. გასპერინისა და დე ლაურენტისს შორის საბაზისო შეთანხმება უკვე არსებობს.

„ნაპოლის” პატრონთან მოლაპარაკების პარალელურად გასპერინის ჰქონდა შეხვედრა „ატალანტას” ხელმძღვანელობასთანაც. მწვრთნელსა და ბერგამოს კლუბს შორის მოსაგვარებელი მხოლოდ ფინანსური საკითხეები არ არის. გასპერინი სხვა ტიპის გარანტიებსაც ითხოვს.

ამასობაში ნეაპოლური მედია მოყვითალო ინფორმაციის გავცელებაზე გადავიდა. ითქვა, რომ „ნაპოლის” ყოფილი პრეს-ოფიცრის მასიმო სპრანელის ცნობით მატეო პოლიტანოს ცოლის დაქალმა თქვა, რომ ანტონიო კონტემ პოლიტანოს დაურეკა და „ნაპოლის” გასახდელში არსებული მდგომარეობის შესახებ გამოჰკითხა. მწვრთნელს ფეხბურთელებისთვის მისი თანაგუნდელების პიროვნულ თვისებებზეც უკითხავს. კონტე პროფესიონალია და სავარაუდო მომავალ გუნდთან დაკავშირებით ყველაფერი აინტერესებსო, უთქვამს სპრანელის.