„ბარსელონა“ სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტიდან“ ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვას ეცდება.
„ბარსელონა“ მზადაა „ქალაქელებს“ კანსელუს სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, დათანხმდება თუ არა „სიტი“ ასეთი პირობას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია პორტუგალიელის თამაშით და გადაწყვიტეს საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუნარჩუნონ იგი.
„ბარსელონა“ ასევე გეგმავს მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის ჟოაუ ფელიქსის შეძენას, მაგრამ მადრიდული კლუბის მიერ შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს კლუბის მოთხოვნებს.
კანსელუ „ბარსელონას“ „მანჩესტერ სიტიდან“ 2023 წლის სექტემბერში იჯარით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა მცველმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.