მაურო მელუსოს საყოველთაო პატივისცემის მიუხედავად, ბევრი „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გამოცდილი ადამიანის მიყვანას სთხოვს. ერთ-ერთ კანდიდატად ვეტერანი ფეხბურთელი, „რომას” ყოფილი სპორტული დირექტორი, 55 წლის ჯანლუკა პეტრაკი მიიჩნევა. მან TV Play-თან ინტერვიუში „აძურის” შესახებაც ილაპარაკა:
„ის, რაც ნეაპოლში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაპოლიმ” ხმამაღალი სიტყვა თქვა როგორც იტალიაში ასევე ევროპაში. მე მუშაობას სწორედ აქედან გავაგრძელებდი, მაგრამ ჩემზე არაფერია დამოკიდებული. გადამწყვეტი კლუბის პრეზიდენტის სურვილია….
…დე ლაურენტისი პრეზიდენტია, მაგრამ მან საქმის გარკვეული ნაწილის დირექტორისთვის გადაბარება უნდა შეძლოს. ასე მუშაობს ყველა კლუბი. მჯერა, აურელიო მეოცნებეა, მაგრამ ის გონიერი ადამიანიც არის და გასულ სეზონში დაშვებულ შეცდომებს ხედავს…
…ოსიმენმა ნეაპოლში კომფორტის ზონა შექმნა. აქ ის კლუბს და გულშემატკივარს უყვარს. მახსოვს, როდესაც სამუშაოდ „რომაში” ჩავედი, ედინ ჯეკო „ინტერში” მიდიოდა; ყველაფერი უკვე მოლაპარაკებული ჰქონდა. მე კი მას ავუხსენი, რომ თუ დარჩებოდა ჩემი პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა და იმ ფინანსურ პირობებსაც დავყაბულდი, რომელსაც „ნერაძური” სთავაზობდა. საბოლოოდ, ჯეკო რომში დარჩა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა…
…ანტონიო კონტე კი ამბიციური ადამიანია. გარწმუნებთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე ის ყველაფერს დეტალურად გააანალიზებს. ჩემი ვარაუდით, ანტონიო პრემიერლიგაში დაბრუნდება, რადგან იქ თავის შესაძლებლობებს სრულად ამჟღავნებს. იტალიაში ინგლისთან შედარებით ფეხბურთისთვის ნაკლები ფართია გამოყოფილი, ჰოლი და მიმდებარე სივრცე კი იცოცხლეთ იმხელაა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
