დღეს, 28 თებერვალს, მილანში, დუომოს მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზია „მონდადორიში” გაიმართება პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაოს წიგნის — „ღიმილი, ჩემი ცხოვრება ფეხბურთს, მუსიკასა და მოდას შორის” — წარდგინება. ამ წიგნის მთავარი თემაა, როგორ უნდა ვიცხოვროთ სახეზე ღიმილით.
წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ლეაოს ერთგულებას „მილანისადმი”. 147-ე გვერდზე გარემარბი ლაპარაკობს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ და გამოთქვამს „შავ-წითელ” ფერებში ბევრი წლით დარჩენის სურვილს.
„ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა „მილანში” თამაშს”, — ეს გახლავთ ციტატა ლეაოს წიგნიდან.
კონტრაქტის განახლების თაობაზე: „მინდოდა აქ დავრჩენილიყავი, რათა განვითარების პერიოდი დამესრულებინა. მაინტერესებდა კიდევ რამდენის გაღება შემიძლია როგორც ფეხბურთელს და როგორც კაცს. სკუდეტოს მოგებამ მაჩვენა, თუ რა მშვენიერია კოლექტიურად გამარჯვება. ბევრისგან გამიგონია, რომ კონტრაქტის განახლება ფულისთვის ბრძოლის საგანია. ჩემთვის ასე არასდროს ყოფილა. არასდროს შემპარვია ეჭვი გუნდის ხელმძღვანელთა სიტყვებში ტექნიკური მიმართულების შესახებ”.
სიყვარულის პაქტი: „კონტრაქტის გაფორმებიდან გავიდა დრო და მკაფიოდ გავაცნობიერე: ეს ეკონომიკური ხელშეკრულება კი არა, სიყვარულის პაქტი იყო”.
„სპორტინგის” ვალი: „იტალიური კანონების თანახმად, ბოლოს და ბოლოს, ვალისგან თავისუფალი ვარ. ამისათვის მინდა მადლობა ვუთხრა „მილანს”, რომელიც რთულ დროს მუდამ მხარში მიდგას”.
ფურლანი და კარდინალი: „მინდა საგანგებო მადლობა გადავუხადო ჯორჯო ფურლანის („მილანის” აღმასრულებელი შეფი). ის დიდებული პიროვნებაა. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ველაპარაკებით. ის ყოველთვის ცდილობს პორტუგალიურად დამელაპარაკოს. მისი მუდმივი თანადგომა მეხმარება როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა. და იგივე შემიძლია ვთქვა გერი კარდინალეზე („მილანის” მეპატრონე). ყოველთვის, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვლაპარაკობთ. ადვილი შესამჩნევია, რომ მას ვუყვარვარ და უნდა, რომ „მილანში” დავრჩე”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
