როჯერი ოცდამეათეში მეოცესთვის იბრძოლებს

Home კატეგორიის გარეშე როჯერი ოცდამეათეში მეოცესთვის იბრძოლებს
როჯერი ოცდამეათეში მეოცესთვის იბრძოლებს

36 წლის შვეიცარიელი საჩოგბურთო და სრულიად სპორტული სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერი 6:1, 5:2 იმარჯვებდა, როცა სამხრეთკორეელმა მეტოქემ ტრავმის მომიზეზებით თეთრი ბაირაღი ააფრიალა. ფედერერი კარიერაში ოცდამეათედ გავიდა “დიდი მუზარადის” ტურნირის ფინალში. აქამდე გამართული 29 ფინალიდან 19 გამარჯვებამდე მიიყვანა. ფინალების ოდენობით ფედერერი აბსოლუტური რეკორდსმენია. მეორე შედეგი რაფა ნადალს აქვს (23 ფინალი). მეოცე სლემტიტულისთვის ბრძოლა კვირას გაიმართება და უბერებელ როჯერს მსოფლიოს მე-6 ჩოგანი მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".